ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა მარნეულის სოფელ მარეთიდანაა- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია და ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს.
„თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთლებულებთან შედარებით“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კომენტარები