33 წლის მამაკაცი, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში პაპის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტაქსის მძღოლია. იგი თბილისში ცხოვრობს და იქვე მუშაობდა.
„რეგინფოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომელიც მისი ოჯახის წევრებმა დაგვიდასტურეს, ახალგაზრდა მამაკაცს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა და სხვა სიმპტომები ჰქონდა, რაზეც მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა, თუმცა კორონავირუსზე შემოწმება 30 მარტამდე არ ჩატარებია, ვიდრე მისი ჯანრთელობის მდგომარეობა არ გართულდა და ინფექციურ საავადმყოფოში არ მოათავსეს.
ახალგაზრდა მამაკაცის პაპა სოფელ კარდენახში 19 მარტს დაკრძალეს. გარდაცვლილის შვილიშვილი თბილისიდან სოფელში 17 მარტს ჩავიდა და ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან და ნათესავებთან ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის დეიდასთან, რომელიც ექიმი-თერაპევტია და ჯეო ჰოსპიტალსის გურჯაანის სამედიცინო ცენტრში მუშაობს. ექიმი თვითიზოლაციაში დღეიდანაა. მანამდე, ის კლინიკაში ჩვეულებრივ აგრძელებდა მუშაობას.
„რეგინფოსთან“ საუბარში ექიმმა თქვა, რომ თვითონაც და მისი დის შვილის ოჯახის წევრებიც ჯანმრთელობას არ უჩივიან, თავს კარგად გრძნობენ და ისინიც თვითიზოლაციაში დღეიდან არიან.
იხილეთ სრულად REGINFO.GE
კომენტარები