მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მარინა ეზუგბაია.ინექციურში 39 პაციენტი იმყოფება, მათგან 23-ის პასუხი უარყოფითია, ერთი დადებითი, ხოლო 9-ს დღეს აუღებენ ანალიზს.
„დღეს დილის მდგომარეობით ჩვენს ცენტრში წევს 39 პაციენტი. გუშინ, დღის განმავლობაში ორ ეტაპად ჩატარდა კვლევა, ვირუსზე ტესტირება და 23 პაციენტთან მიღებულია უარყოფითი პასუხი და ერთი შემთხვევა დაგვიდასტურდა, დაგვემატა. ამ ეტაპზე ჩვენთან უკვე წევს 12 ინფიცირებული პაციენტი, 12 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილისთვის 9 პაციენტია, რომელთანაც უნდა მოვიდნენ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები და აუღონ ცხვირ-ხახის ნაცხი, ვირუსის ტესტირებისთვის. ჩემი ცენტრის მონაცემებით გეუბნებით, ჩემთან ამ ეტაპზე წევს 12 პაციენტი“ – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.
კომენტარები