• რეკლამა
  • კონტაქტი
15:46, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კორონავირუსის ყველაზე საშიში გამავრცელებლები უსიმპტომო პაციენტები არიან“ – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
11:20 03-01-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

მინდა მივმართო მოსახლეობას და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს, არ დაიბნენ. მათი რეკომენდაციები უნდა იყოს ცალსახა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა

ცერცვაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ყველაზე საშიში გამავრცელებლები უსიმპტომო პაციენტები არიან. მისი თქმით, ჯანმო-ს რეკომენდაციით, საეჭვოს წარმოადგენს ის შემთხვევა, როცა ტემპერატურა 38,5 გრადუსია.

„ჩვენ ეს რეკომენდაცია შევცვალეთ. ეს რომ არ გვექნა დაინფიცირების სამივე შემთხვევა გაგვეპარებოდა. შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს. საგულისხმოა, რომ ისინი დაინფიცირდნენ უცხოეთში და ეს შემთხვევა ჩამოსვლისთანავე დააფიქსირეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე – თუ დაავადება უსიმპტომოა, როგორ უნდა მოვიქცეთ, ცერცვაძემ განაცხადა, რომ ექიმებს აქვთ ცალსახა რეკომენდაცია – თუ პაციენტს ანამნეზში არ აქვს საეჭვო განაცხადი, რომ იმოგზაურა რისკჯგუფის ქვეყნებში 14 დღის წინ და ჰქონდა კონტაქტი სავარაუდო ინფიცირებულთან, მაშინ პაციენტის მდგომარეობა არ არის რისკ ჯგუფში.

მისი თქმით, ყველამ, ვისაც ექნება მწვავე რესპირაციული სიმპტომები, ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, აუცილებლად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.

„კორონავირუსის სამკურნალოდ პირდაპირი მედიკამენტები და სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ხდება დამხმარე და სიმპტომურ მკურნალობა, რასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და დიდ როლს თამაშობს პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

რაც შეეხება პაციენტის კლინიკიდან გაწერის კრიტერიუმებს, ცერცვაძის განცხადებით, თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აქვს და რენტგენის სურათით ფილტვის დაზიანება არ არის, მას ჩაუტარდება ტესტირება კორონავირუსზე ორჯერ და მხოლოდ ამის შემდეგ გაწერენ.

„კორონავირუსს ახასიათებს რეციდივი. გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება პაციენტი, თუ ორი თანმიმდევრული გამოკვლევა და ტესტირება უარყოფით შედეგს აჩვენებს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved