კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში, იმერეთსა და აჭარაში გამოვლინდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარაში – 62, იმერეთში – 84, ქვემო ქართლში – 24, შიდა ქართლში – 14, გურიაში – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 48, კახეთში – 41, მცხეთა-მთიანეთში – 41, სამცხე-ჯავახეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 239 780 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 226 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 796 მოქალაქე.
კომენტარები