ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და ამბობს:
“კაცი, შემოვიდა მალულად, ქურდულად შემოიპარა, კონტრაბანდის გზით. ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წელი?”
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ საზღვრის უკანონო კვეთისთვის მას ბრალი დაკავებიდან 20 დღეში – 20 ოქტომბერს წარუდგინა.
გამოძიებამ 20 ოქტომბერს გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის მარშრუტიც.
უწყების განცხადებით, ის უკრაინიდან გემით 28 სექტემბერს წამოვიდა და საქართველოში, ფოთში 29 სექტემბერს გადმოკვეთა. ფოთიდან კი ელგუჯა ცომაიას კუთვნილი, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით იმგზავრა.
მას შემდეგ, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იყო ბათუმში, აბაშაში, აბაშიდან კი თბილისში წამოვიდა, სადაც დააკავეს კიდეც 1-ლი ოქტომბრის საღამოს.
როგორ ებრძვის “ოცნება” კონტრაბადას, როცა ამოდენა კაცი შემოეპარა სულაც – ამაზე პრემიერი არ საუბრობს.
კომენტარები