საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძე:
“ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით. თუ მართალი თქვა და სავარაუდოდ მართალი თქვა, კონსტიტუცია დაურღვევია, მაგას გავარკვევთ”
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე.
ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ ევროპაში ვიზიტზე უარი უთხრეს და მან საკუთარი კონტაქტები გამოიყენა.
კომენტარები