• რეკლამა
  • კონტაქტი
16:30, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კონკრეტულ ამბავს მოგიყვებით” – მირიან ნიკოლაძე მედიას საქმის “გაფუჭებაში” ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
14:40 07-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მიუხედავად იმისა, რომ როგორც მინიმუმ უკვე მესამე დღეა, საქმეში განთავსებული მასალებით მთლიანად აღდგენილია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილია მისი ჩამდენი პირები, გაუთავებელ მითქმა-მოთქმას ბოლო არ უჩანს.

მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტიკისა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჩვენზე მეტად უყვარდა გიორგი და ჩვენზე კვალიფიციურები არიან სისხლის სამართალწარმოებაში, მაგრამ როგორი შესაგუებელია მათი მხრიდან დამნაშავეების მხარდაჭერა და საქმის „გაფუჭების“ ყოველდღიური მცდელობა?!

პირველ რიგში განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი დამოუკიდებელ ექსპერტს, ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს, რომლის დამაჯერებელმა და მაღალკვალიფიციურმა რამდენიმე კომენტარმა ყველასთვის გასაგები გახადა, რომ სახელდახელოდ გაექსპერტებული უცხოელი მეგზურთუხუცესების, „ბოტასას“ და მსგავსი კარიკატურული პერსონაჟების გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის ბოლოს ყველას დასაცინი ხდება და სამარცხვინო საქმეა.

რომ არა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის ხელოვნურად ხელის შეშლა, მგონი ყველამ იცით, რომ იმ ფანატიკოსი მრევლის ისტერიკა და წყევლა-კრულვა, ჩემთვის წლების წინ უკვე გადატანილი სანახაობაა და დღესაც თანაგრძნობის თვალით ვუყურებ. რატომ ექმნება საფრთხე სისხლის სამართლის საქმეს და რატომ ხდება დამნაშავეებისათვის ხელშეწყობა, არის ანბანური პროცესუალური ხრიკი, დებილიზმამდე მისული ტრიუკი, რომელიც პირველკურსელმა იურისტმაც კი იცის და ზოგიერთი ექსპერტ-პოლიტილოგით დაწყებული, ნავტანილჩამოფერთხილი პოლიტიკოსებით დამთავრებული მე რომ მსაყვედურობს: „რა გინდა, იძიონ თავისთვის ეს საქმე, შენ რას გიშლიანო“, ცოტა უხერხულია.

კონკრეტულ მაგალითზე აგიხსნით მარტივად და ამის შედეგ ნუღარ შემეკითხებით.

ერთ-ერთ არხზე, როგორც იქნა, მოახერხეს და „გამოააშკარავეს“ ვიღაც მოწმე, რომელსაც თურმე ნუ იტყვით და, დეატლურად მოუსმენია, საკუთარი ყურით: „როგორ გადააგდეს გიორგი და როგორ არ უნდა სცოდნოდა ეს შაქარაშვილების ოჯახს“, ამავე სიუჟეტში ჭკუა დაგვარიგეს, რომ „აგერ ბატონო ვიდეო კამერები და გამოიძიეთ რა უბედურება ხდებაო“. ამ დროს რა ხდება?

ამოღებული ვიდეო ფირები, რომლებიც უამრავი საათისაგან შედგება და მათზე არაფერი არ ხდება, უნდა თუ არ უნდა სასამართლოს, ბრალდებულების მხარის მოთხოვნით უნდა გამოიკვლიოს სრულად. მოკლედ, რომ ვთქვათ მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის გამოსაკვლევად საჭიროა რამდენიმე სასამართლო პროცესი. გადაინაგარიშეთ ახლა ეს იმ ვიდეო ფირების საერთო რაოდენობაზე, რომელთა ალბათ 10% კი არ შეადგენს ეს მასალა და მიხვდებით, რომ მხოლოდ ვიდეო ფირების გამოკვლევას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვე და რა ეშველება დანარჩენ მტკიცებულებებს?

ვიღაცა ქმნის სათანადო საფუძველს, რომ გავიდეს პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა (რომელიც არ აღემეტება 9 თვეს, საიდანც სასამართლოში საქმის განხილვის დროს დარჩენილი იქნება 6 თვეზე ოდნავ მეტი) და დამნაშავეები გამოვიდნენ ციხიდან.

გაგიკვირდებათ და, მოწმე აცხადებს, რომ „ამის სათქმელად“ ასეულობით პოლიციის განყოფილებიდან ვერ მიაგნო ვერც ერთს, მაგრამ მიაგნო „ბოტასას“ ტელეფონს, შემდეგ ამავე „ბოტასას“ რჩევით ერთ-ერთ არხთან ჩაწერა ინტერვიუ და გამოძიება არც კი გახსენებია.

ასეთი მცდელობები არის ურიცხვი და ისინი საფრთხეს უქმნის საპატიმრო ვადებს. კატეგორიულად ვამბობ, რომ ამის გამკეთებლები მუშაობენ ბრალდებულების ინტერესებზე!

ახლა რაც შეეხება პირველ აბზაცში მითითებულ გარემოებას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ უკვე სამი დღეა ყველას, ვინც იცნობს საქმის მასალებს, ვინც იცის წერა-კითხვა, ვინც ელემენტარულად ერკვევა დაკითხვებსა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მარტივად მიხვდებოდა, რომ გიორგის გაეკიდნენ „ტოიოტა“-დან გადმოსული მხეცები, რომელთაგან სამი მათგანი გაეკიდა ხიდის გასწვრივ სირბილისას და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე, ხოლო ორმა მათგანმა ხიდზე გადმოუსვლელად ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე მეორე მხრიდან, სადაც გიორგი აღმოჩნდა ალყაში და იძულებული გახდა სირბილი გაეგრძელებინა მდ. არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. სადაც დაეწივნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და გადააგდეს მდინარეში.ეს მასალები დიდი ხანია უკვე დევს სისხლის სამართლის საქმეში, გადაცემული აქვთ მხარეებს და შეგიძლიათ მისი წაკითხვა.”

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved