• რეკლამა
  • კონტაქტი
11:53, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კომპანიების მდგომარება გაუარესდება…”- როგორ შეგვამზადა მინისტრმა შიმშილისთვის…

ალია ავტორი - ალია
13:56 06-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოში არის ძალიან მძიმე. სულ ახლახანს გამოქვეყნდა სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზი წლევანდელი წლის მსოფლიო ეკონომიკის, რომელიც არის კიდევ უფრო მეტად გაუარესებული. მსოფლიოში მოსალოდენლია სულ მცირე 4,9%-ით ეკონომიკის შემცირება, დაცემა, მათ შორის 10% არის პესიმისტური პროგნოზი.

ეს არ შეიძლება არ აისახებოდეს საქართველოზე, საქართველო მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა, არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი. დიდად არის ჩვენი კომპანიების მდგომარეობა დამოკიდებული საგარეო ვაჭრობაზე. ბევრი არის ექსპორტზე ორიენტირებული და თუ რა ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ეს მნიშვნელოვანია. ზოგი იმპორტზე არის დამოკიდებული, აქაც მნიშვნელოვანი პრობლემები, შეფერხებებია და რა თქმა უნდა, შიდა ბაზარი ჩვენი, წელს ჩვენ ველოდებით დაღმასვლას.

არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულ კომპანიებს გაუუარესდეს ფინანსური მდგომარეობა. სწორედ ამის საწინააღმდეგოდ არის ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა მიმართული. მაქსიმალურად შევეცდებით, დავეხმაროთ“ (წყარო – 1ტვ)

“ალია” – მარტო ორი კითხვა გვაქვს – აბა, კრიზისს საჩვენოდ გამოვიყენებთო? – ეგ არ იყო მთავრობის ლიდერების მთავარი გზავნილი?

აკი, ტურიზმი გადაგვარჩენსო და ყველა ძალები ტურიზმისკენ მიმართეთ და არა ზოგადად ეკონომიკისკენ – რა შეიცვალა?

არაფერს არ უნდა დაელოდოთ, არა, უნდა იმუშაოთ, მით უფრო რომ ყველაზე დიდი ვალი აიღეთ წელს – ოფისებში ავეჯის გამოცვლას, ლარნაკების ყიდვას და ფუფუნების საგნებს თავის უნდა დაანებოთ, ერთი გზის დაგებაში ბიუჯეტიდან ერთხელ უნდა ვიხდიდეთ ფულს და ა. შ.

ველოდებით დაღმასვლას, ველოდებით, კომპანიების, რომლებიც ძლივს თავიდან იქოქებიან, მდგომარეობის გაუარესებას, ველოდებით მეტ სიღატაკეს და მეტ შიმშილს – როგორი მოსასმენია? და თქვენ, პირადად თქვენ ელოდებით შიმშილს, ქალბატონო მინისტრო? თქვენი ოჯახი ელოდება შიმშილს?

ჩვენ ახლაც ვშიმშილობთ, ანუ, თქვენ თუ შიმშილს ელოდებით, ჩვენ რა მოგველის? შიმშილით სიკვდილი? – ამას გვეუბნებით?

არა, სჯობს წახვიდეთ და ვინც არ დაჯდება და არ დაელოდება ქვეყნის შიმშილით ამოხოცვას, ისე მოვიდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved