საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე:
“ძალიან სიმბოლური დამთხვევა!
გუშინ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ერთადერთი საკითხი განიხილეს, კერძოდ, მხარი დაეჭირა თუ არა კომიტეტს, ჩვენს მიერ შეტანილი პეტიციის: “მწვანე პასპორტების გაუქმების” მოთხოვნით პარლამენტში განხილვას.
კომიტეტმა ჩვენი პეტიციის განხილვას მხარი დაუჭირა.
6 დღის წინ პარლამენტში, 1921 წლის 19 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილის სახელობის ახალი დარბაზი გაიხსნა, სწორედ ამ დარბაზში პირველი სხდომა ჩვენი პეტიციის განხილვით დაიწყო.
სიმბოლურია, რომ ზუსტად 100 წლის წინ თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში, 100 წლის შემდეგ ისევ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის პეტიცია განიხილეს!
ჩვენ მორალურად უკვე გამარჯვებული ვართ, ფაქტობრივადაც მალე გავიმარჯვებთ!
ზვიად ტომარაძე 14/12/2021″
კომენტარები