• რეკლამა
  • კონტაქტი
02:34, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოდექსი პოლიციელს ცუდ მდგომარეობაში აყენებდა – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
19:26 05-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იყო ხარვეზი, რომელიც პოლიციელს ცუდ მდგომარეობაში აყენებდა.

მამუკა მდინარაძე:

„ერთი ცვლილება შეეხებოდა იმას, რომ შესაბამისობაში უნდა მოსულიყო კანონი და შესაბამისი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უფლებრივი გათანაბრება უნდა მომხდარიყო. რომელიმე თქვენგანს, ან მოქალაქეს მიაჩნია, რომ პირველ შემთხვევაში როდესაც პოლიციელს შეურაცხყოფას მიაყენებს ადამიანი, არ დაემორჩილება, წინააღმდეგობას გაუწევს და ა.შ. რა სანქციაც არის, მეორე, მეშვიდე თუ მეთხუთმეტე შემთხვევაშიც იგივე უნდა იყოს? მგონია, რომ აქამდე იყო ხარვეზი, პოლიციელს აყენებდა ცუდ მდგომარეობაში.

მგონია, რომ ის მესიჯიც სპეკულაციურია, რომ ეს საკითხი აქციებთან კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუ ჯარიმა იწერება აქციაზე, თუ ვიღაც არ დაემორჩილა ან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, 99% და მეტი იწერება ჩვეულებრივ მიმდინარე შემთხვევაში, როდესაც აქციაზე საუბარი არ არის და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხებია – ვიღაც პოლიციელს არ ემორჩილება, ვიღაც წინააღმდეგობას უწევს, ვიღაც მძიმე შეურაცხყოფას აყენებს, სამწუხაროდ, ამ შემთხვევებზე არავინ საუბრობს.

აქედან გამომდინარე, თუ კითხვაზე პასუხი, რომ მეორე, მეხუთე, მეშვიდე, მეთორმეტე შემთხვევებში იგივე არ უნდა იყოს სანქცია, რაც პირველ შემთხვევაში და ოდნავ მაინც უნდა იყოს გამკაცრებული, ამაზე პასუხი სწორია და ეს მიდგომა სწორია, მაშინ ყველაფერი დანარჩენი არის კონკრეტული ოპოზიციური ძალების მიერ ყურადღების გადატანის მცდელობა. ეს გამოიწვია იმან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ადამიანები სიმბოლურად შემოვიდნენ პარლამენტში, მონაწილეობა არ მიიღეს ამ კანონპროექტის განხილვაში. მხოლოდ ორმა მათგანმა მიიღო“

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved