ავიაკატასტროფაში დაღუპული ლეგენდარული სპორტსმენი კობი ბრაიანტი კალათბურთელთა დიდების დარბაზის ფინალისტთა სიაში შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯეიმს ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზში ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველაზე გამოჩენილი და ღვაწლმოსილი სპორტსმენები და მწვრთნელები ირიცხებიან.
41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა.
კომენტარები