პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“აბსოლუტურად მესმის და ვიზიარებ დასავლეთის სახელმწიფოთა რეკომენდაციას საქართველოს მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას პოლარიზაციის, პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების აუცილებლობაზე მიუთითებს.
ჩვენც შესანიშნავად ვხვდებით, რომ უიდეო პოლიტიკურ ძალთა ჭიდილი უკვე ტოქსიკური და მომწამვლელი გახდა თითოეული ჩვენგანისათვის.
უბრალოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ეპოქაში დეპოლარიზაციის, დაძაბულობის განმუხტვის პრობლემა მხოლოდ ჩვენნაირ არშემდგარ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს არ აქვთ, შეუწყნარებელი პოლიტიკური ბრძოლის განმუხტვა უძველეს დემოკრატიებსაც კი უჭირთ, დეპოლარიზაცია თავად დასავლეთსაც კი სჭირდება და ვერ ახერხებს!

თუ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ძირითადი ომი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მომდინარეობდა. არჩევნების შემდეგ ერთმანეთი წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში აღმოჩენილმა რესპუბლიკელებმა დახოცეს… საუკუნეა ასეთი რამ აშშ-ში არ მომხდარა, 15 სახელობითი კენჭისყრა დასჭირდა პალატის სპიკერის არჩევას. კევინ მაქართნის რამდენიმე დინოზავრი რესპუბლიკელი ვერ იტანს და 14 ჯერ შავი ქვა ჩაუგდეს საკუთარი პარტიის რჩეულს. ტრამპიც კი მოუწოდებდა აჯანყებულ ოცეულს ხმა მიეცათ მაქართნისთვის, მაგრამ 14 ჯერ არ გაჭრა არაფერმა. მამლების ძიძგილაობის სცენები ჩვენი პარლამენტისთვის, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზისთვის ჩვეული მოვლენაა, მაგრამ კაპიტოლიუმზე გაწევა-გამოწევა 2020 წლამდე იშვიათი იყო.
ცალკე აღნიშვნის ღირსია თანამედროვე ამერიკის შესახებ დაწერილი ტექსტები, რომლებიც ძირითადად ასე იწყება: “ამერიკა სამოქალაქო ომის შემდეგ ასეთი გახლეჩილი არასდროს ყოფილა”.

საპარლამენტო არჩევნებზე კი მეორე შედეგი აჩვენა ჟან-ლუკ მელანშონის ირგვლივ გაერთიანებულმა “ახალმა სოციალურმა და ეკოლოგიურმა სახალხო კავშირმა”. მელანშოლი მე კი მიყვარს, მაგრამ ემანუელ მაკრონის ბლოკში მას მიიჩნევენ ადამიანად, “რომელთან ლაპარაკიც კი არ შეიძლება”. პოპულისტ კომუნისტად მოიხსენიებენ სახალხო ტრიბუნს…
მოკლედ, ორივე მთავარი ოპოზიციური ძალა კეთროვანთა ბანაკიდან არიან…

გარდა ამისა, იმდენად შემცირებულია სახალხო პარტიათა მხარდამჭერთა რაოდენობა, რომ სამთავრობო კოალიციების შესადგენად ტრადიციულ ძალებს მესამე და მეოთხე პარტნიორის ძიება უწევთ. 10 წლის წინ აზრადაც რომ არ მოუვიდოდათ ერთად ყოფნა, ისეთი პარტიები სხედან ერთ მაგიდასთან, რადგან მათი გავლენა მცირდება, მათ ადგილს კი ჰიტლერის მთავრობის წევრთა შვილიშვილები იკავებენ… მათთან საუბარი, თანამშრომლობა შეუძლებელია!
2010 წლიდან ხელი მიდევს გერმანიის პოლიტიკურ პულსზე. ამდენი ყვირილი, ასეთი შხამიანი გარემო, როგორიც დღევანდელ ბუნდესტაგშია, მე არ მახსოვს, AfD-მ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.


—
ჩვენს ეპოქაში გამოცდილ დემოკრატიებს უჭირთ თანამშრომლობასა და შეთანხმებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ცხოვრების ორგანიზება, კონსენსუსისკენ სწრაფვა… ჰოდა, ნატანჯ, გაუბედურებულ, კობახიძისა და მელიას ხელში ჩავარდნილ საქართველოს რომ უჭირდეს იმავე გამოცდის ჩაბარება, რა გასაკვირია!
ბოსნია-ჰერცოგოვინას თუ მიეცით, ჩვენც მოგვეცით კანდიდატის სტატუსი!”
კომენტარები