• რეკლამა
  • კონტაქტი
04:27, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კობახიძისა და მელიას ხელში ჩავარდნილ საქართველოს რომ უჭირდეს იმავე გამოცდის ჩაბარება, რა გასაკვირია!” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
15:06 01-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“აბსოლუტურად მესმის და ვიზიარებ დასავლეთის სახელმწიფოთა რეკომენდაციას საქართველოს მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას პოლარიზაციის, პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების აუცილებლობაზე მიუთითებს.
ჩვენც შესანიშნავად ვხვდებით, რომ უიდეო პოლიტიკურ ძალთა ჭიდილი უკვე ტოქსიკური და მომწამვლელი გახდა თითოეული ჩვენგანისათვის.
უბრალოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ეპოქაში დეპოლარიზაციის, დაძაბულობის განმუხტვის პრობლემა მხოლოდ ჩვენნაირ არშემდგარ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს არ აქვთ, შეუწყნარებელი პოლიტიკური ბრძოლის განმუხტვა უძველეს დემოკრატიებსაც კი უჭირთ, დეპოლარიზაცია თავად დასავლეთსაც კი სჭირდება და ვერ ახერხებს!
?? გაოგნებული ვადევნებდი თვალს აშშ-ის კონგრესის არჩევის პროცესს. აშშ-ის პოლიტიკის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩემს მეხსიერებას არ ახსოვს ამდენი ზიზღი, თავდასხმა, უნდობლობა და პოლარიზაცია ამერიკულ არენაზე. წინასაარჩევნო კამპანიის კულმინაცია გახლდათ დემოკრატთა ლიდერის, ნენსი პელოსის მეუღლეზე მიტანილი იერიში. პელოსის ქმარს ულტრაკონსერვატორი აქტივისტი შეუვარდა სახლში და 82 წლის კაცს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა… საბედნიეროდ, სან-ფრანცისკოელი გადარჩა.
თუ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ძირითადი ომი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მომდინარეობდა. არჩევნების შემდეგ ერთმანეთი წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში აღმოჩენილმა რესპუბლიკელებმა დახოცეს… საუკუნეა ასეთი რამ აშშ-ში არ მომხდარა, 15 სახელობითი კენჭისყრა დასჭირდა პალატის სპიკერის არჩევას. კევინ მაქართნის რამდენიმე დინოზავრი რესპუბლიკელი ვერ იტანს და 14 ჯერ შავი ქვა ჩაუგდეს საკუთარი პარტიის რჩეულს. ტრამპიც კი მოუწოდებდა აჯანყებულ ოცეულს ხმა მიეცათ მაქართნისთვის, მაგრამ 14 ჯერ არ გაჭრა არაფერმა. მამლების ძიძგილაობის სცენები ჩვენი პარლამენტისთვის, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზისთვის ჩვეული მოვლენაა, მაგრამ კაპიტოლიუმზე გაწევა-გამოწევა 2020 წლამდე იშვიათი იყო.
ცალკე აღნიშვნის ღირსია თანამედროვე ამერიკის შესახებ დაწერილი ტექსტები, რომლებიც ძირითადად ასე იწყება: “ამერიკა სამოქალაქო ომის შემდეგ ასეთი გახლეჩილი არასდროს ყოფილა”.
?? გასულ წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 42% აიღო ფაშისტმა, ულტრანაციონალისტნა მარინ ლე პენი, მთელი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი მასთან თანამშრომლობას რესპუბლიკის ინტერესების, რესპუბლიკური კონსენსუსის ღალატად მიიჩნევს…
საპარლამენტო არჩევნებზე კი მეორე შედეგი აჩვენა ჟან-ლუკ მელანშონის ირგვლივ გაერთიანებულმა “ახალმა სოციალურმა და ეკოლოგიურმა სახალხო კავშირმა”. მელანშოლი მე კი მიყვარს, მაგრამ ემანუელ მაკრონის ბლოკში მას მიიჩნევენ ადამიანად, “რომელთან ლაპარაკიც კი არ შეიძლება”. პოპულისტ კომუნისტად მოიხსენიებენ სახალხო ტრიბუნს…
მოკლედ, ორივე მთავარი ოპოზიციური ძალა კეთროვანთა ბანაკიდან არიან…
?? გერმანიაში კი ნახეთ, რამდენიმე თვის წინ ულტრამემარჯვენეთა სუბკულტურის წარმომადგენლები რაიხსტაგზე შეტევას გეგმავდნენ.
გარდა ამისა, იმდენად შემცირებულია სახალხო პარტიათა მხარდამჭერთა რაოდენობა, რომ სამთავრობო კოალიციების შესადგენად ტრადიციულ ძალებს მესამე და მეოთხე პარტნიორის ძიება უწევთ. 10 წლის წინ აზრადაც რომ არ მოუვიდოდათ ერთად ყოფნა, ისეთი პარტიები სხედან ერთ მაგიდასთან, რადგან მათი გავლენა მცირდება, მათ ადგილს კი ჰიტლერის მთავრობის წევრთა შვილიშვილები იკავებენ… მათთან საუბარი, თანამშრომლობა შეუძლებელია!
2010 წლიდან ხელი მიდევს გერმანიის პოლიტიკურ პულსზე. ამდენი ყვირილი, ასეთი შხამიანი გარემო, როგორიც დღევანდელ ბუნდესტაგშია, მე არ მახსოვს, AfD-მ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
?? აღარაფერს აღარ ვამბობ, ვიშეგრადის ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე, პოლონელ ნაცინალისტ კონსერვატორებს გული ერევათ დონალდ ტუსკსა და ბრონისლავ კომოროვსკიზე.
?? საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ისრაელის ახალი, ულტრანაციონალისტურ-ულტრარელიგიური (მეტი ულტრა რომ აღარ შეიძლება) მთავრობის ყველაზე რადიკალი წევრი, ნაციონალური უსაფრთხოების ახალი მეგასამინისტროს მეთაური, იტამარ ბენ-გვირი ტაძრის მთაზე ასული ვნახე… არიელ შარონი რომ ავიდა 2001 ში (მგონი), დაიქცა ქვეყანა, ინტიფადა გამოცხადდა! ბენ-გვირმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გამოკვეთა უფსკრული, რომელიც არსებობს მასსა და ოპოზიციას შორის.
—
ჩვენს ეპოქაში გამოცდილ დემოკრატიებს უჭირთ თანამშრომლობასა და შეთანხმებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ცხოვრების ორგანიზება, კონსენსუსისკენ სწრაფვა… ჰოდა, ნატანჯ, გაუბედურებულ, კობახიძისა და მელიას ხელში ჩავარდნილ საქართველოს რომ უჭირდეს იმავე გამოცდის ჩაბარება, რა გასაკვირია!
ბოსნია-ჰერცოგოვინას თუ მიეცით, ჩვენც მოგვეცით კანდიდატის სტატუსი!”
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved