ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ აქციების დასაშლელად შესაძლოა, წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება მართლაც გამოიყენებოდა. მისი თქმით, შსს-ს ხელთ აქვს ის ქიმიური კოდებით აღნიშნული მასალები, რომლებიც წლების წინ იქნა შეძენილი და 2007-წლიდან 2020-მდე გამოიყენებოდა.
” ყველამ კარგად გაიგო, 2009 წელს იქნა შეძენილი კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იყო გამოყენებული. რა იყო ეს ნივთიერება, ამაზე პასუხს გამოძიება გასცემს. ეს კონკრეტული ნივთიერება აქტიურად გამოიყენებოდა 2007 – იდან, 2007-ში, 2008-ში, 2009-ში, ანუ 2 სხვადასხვა შესყიდვა განხორციელდა 7-ში და 9-ში. მერე 2019-2020 -შიც გამოიყენებოდა კონკრეტული ნივთიერება, რომელიც შეძენილი იქნა 2007 და 2009 წლებში, – ამბობს კობახიძე.














კომენტარები