• რეკლამა
  • კონტაქტი
22:35, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კობახიძის მიერ შემოთავაზებული „გამოსავალი“ ფარისევლობაა – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:27 12-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
395

ირაკლი კობახიძის განცხადებას მაღალ ფასებთან დაკავშირებით, ეხმაურება ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

 

,,კარგია, რომ ირაკლი კობახიძემ ბოლოს და ბოლოს აღიარა რეალობა: საქართველოში ბევრ პროდუქტზე ფასები ევროპულზე მაღალია. მაგალითად, საფრანგეთთან შედარებით, ქვეყანასთან, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 49 000 დოლარია და საშუალო ფრანგის თვიური შემოსავალი დაახლოებით 4 000 დოლარს აღწევს. საქართველოში კი მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 9 000 დოლარია, ანუ საშუალო ხელფასი 750 დოლარის ფარგლებშია. მიუხედავად ამისა, საშუალო ქართველს არაერთ პროდუქტში საშუალო ფრანგზე ძვირის გადახდა უწევს. მიხარია, რომ ეს თავად ფუჩეჩმა აღიარა.

პრობლემა ისაა, რომ დიაგნოზი, როგორც ყოველთვის, მცდარია, შემოთავაზებული „გამოსავალი“ კი ფარისევლობა. ფასები საქართველოში მაღალია არა იმიტომ, რომ მარკეტები და დისტრიბუტორები„ბოროტები“ არიან, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა ცხოვრობს მაღალი სისტემური რისკების პირობებში.

1.დახურული, კორუმპირებული , არაპროგნოზირებადი და არასტაბილური რეჟიმი, სადაც ბიზნესმა არ იცის, რა ელის ხვალ, ვისთან და რა პირობებით მოუწევს “დალაგება“, სადაც ხელისუფლებისთვის ხარკის გადახდა ნორმადაა ქცეული, თუნდაც პარტიული „შემოწირულობის“ ფორმით. ბიზნესი ვერ გეგმავს მომავალს, ვერ აფასებს რისკებს, ამიტომ ფასში დებს პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ გაურკვევლობას და “არაფორმალურ ხარჯებსაც“.

2.სუსტი ინსტიტუციები და დაუცველი საკუთრება .როცა სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და კონტრაქტი არ არის დაცული, როცა ბაზარი ველურია, მომხმარებელი დაუცველი, ადამიანის უფლებები ქაღალდზეც აღარ დარჩა,ბიზნესი მუშაობს სწრაფი ზემოგების ლოგიკით.

3.ძვირი ფული : საქართველოში კრედიტი ორნიშნა პროცენტებია, ევროპაში 2–4%. ძვირი ფული პირდაპირ ზრდის პროდუქტის ფასს.

ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.

ამ პირობებში ბიზნესი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად ამოიღოს მოგება, რომ ხვალინდელი შოკი გადაიტანოს. ამიტომაა ძვირი ყველაფერი–პირველადი მოხმარების პროდუქტებიც და კრედიტებიც. ეს არ არის „ბოროტი ბიზნესის“ შედეგი. ეს არის არასწორი სისტემის პირდაპირი შედეგი.

პარლამენტის კომისიებით ფასები არ იკლებს. ფასები იკლებს ნორმალურ სახელმწიფოში.

კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემა: კობახიძე ჯიუტად არ აღიარებს ინფლაციას, მაშინ როცა დემოკრატიულ ქვეყნებში ინფლაცია სახელმწიფოს მთავარი საზრუნავია. ევროპაში ხელისუფლებები ზოგჯერ პირდაპირ ანტიინფლაციურ ზომებს იღებენ.

მაგალითად, მახსოვს, დაახლოებით ორი წლის წინ, გერმანიამ ბენზინი დროებით გააიაფა აქციზის გაუქმების გზით და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტი რამდენიმე თვით სიმბოლურ ფასამდე დაიყვანა. იმიტომ მახსოვს, რომ ზუსტად იმავე პერიოდში საქართველოში ხელისუფლებამ სახელმწიფო სერვისების ფასები გაზარდა – ავტომობილის გადაფორმება, დოკუმენტები, ჯარიმები.

როცა სახელმწიფო მისი სერვისების ფასებს ზრდის, ის ინფლაციას თავად ახალისებს. ამის შესახებ კობახიძეს, როგორც ჩანს, არც სმენია. სახელმწიფო ინფლაციის შემცირებისთვის არაფერს აკეთებს.

როცა ხელისუფლება აქციზებს და მოსაკრებლებს ზრდის პროდუქტებზე, ეს ინფლაქციას ახალისებს. როცა ენერგოპროდუქტების ფასები იზრდება, ესეც ინფლაციას ახალისებს.

სახელმწიფო სერვისები არის ფასების კალათის ნაწილი ჩვეულებრივად. და სახელმწიფო ხდება ინფლაციის წყარო და არა შემაკავებელი. თვითონ იწვევს ფასების ჯაჭვურ ზრდას.

ინფლაცია არ არის „ბაზრის ბოროტება“. ის არის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი.

კიდევ ერთი მაგალითი: როცა ხელისუფლება აქტივისტების დასასჯელად, რომლებმაც გზა გადაკეტეს 5000 ლარიან ჯარიმას აწესებს იმ გათვლით, რომ ეს ადამიანები ფინანსურად გაანადგუროს, სინამდვილეში თვითონ ახდენს უზარმაზარი ნომინალების ნორმალიზებას და ფულის გაუფასურებას, სინამდვილეში ამცირებს ფულის ღირებულების სოციალურ აღქმას.

გაგიკვირდებათ და რეპრესიული პოლიტიკა და ინფლაციაც ერთი და იგივე სისტემის პროდუქტია.

კობახიძე ამას რა თქმა უნდა არ აღიარებს. ან ციხეში რომ მოხვდება იქ იფიქრებს ამ საკითხებზე და მერე მიხვდება.

და მთავარი პარადოქსი:ქოცები გვიმტკიცებენ, რომ ევროპა ლპება და ინგრევა, იხრწნება და შიმშილით კვდება. ახლა კი თავად აღიარებს კობახიძე, რომ ევროპელები ჩვენზე იაფად ცხოვრობენ.

სწორი დიაგნოზი მარტივია: ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს ოლიგარქიული, რუსული ტიპის რეჟიმისგან, ინტეგრირდეს ევროპაში, ჰქონდეს იგივე თამაშის წესები ბიზნესისთვის, იგივე ინსტიტუციური დაცულობა, უსაფრთხოება და პროგნოზირებადობა, მოკლედ, უნდა გახდეს ევროპული წესრიგის ნაწილი, დამოუკიდებელი სასამართლოთი, დაბალი რისკებით და იაფი ფულით. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება ევროპული ცხოვრება — ევროპული ფასებით, ევროპული ხელფასებით და 3%-იანი კრედიტებით, არა რეპრესიებითა და პარლამენტის კომისიების იმიტაციით.”

თეგები: ირაკლი კობახიძენინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved