• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კობახიძეს სხვა მეტოქე არ ჰყავს” – “ოცნების” რომელი გუნდი გაძლიერდება პაპუაშვილის დანიშვნით? – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
21:17 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონო დათო, თქვენი აზრით, რატომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე,  კახა კუჭავა და თან რაღა ახალი წლის წინ?

– კუჭავა გადადგა იმიტომ, რომ შიდა დაპირისპირებაა „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის. კუჭავამ ამ დაპირისპირებას თავი აარიდა,  არც ერთის მხარეს არ დადგა და არც ერთი მხარე არ გააძლიერა. მით უმეტეს, პარლამენტში ის რადიკალი ვერ იქნებოდა, რაც კობახიძეს და მის გუნდს სურდათ.

კაცმა განაცხადა გადადგომისას, მე ყველას პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავიო და ასეც იყო. ფაქტია, დღეს საპარლამენტო ხელისუფლება ირაკლი კობახიძის გუნდის ხელშია და მათ აიძულეს კუჭავა გადამდგარიყო. ეს ხალხი ცდილობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, რა ხანია. ამას წინათ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში კობახიძემ კიდევ ორი თავისი მომხრე შეიყვანა – ანრი ოხანაშვილი და  ირაკლი ჩიქოვანი  და ცხადია, ეს გააკეთა თავისი  გუნდის  გასაძლიერებლად და ამ გუნდს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ  აძლიერებს. სხვა მეტოქე მას არ ჰყავს. რეალურად, ანგარიშგასაწევი  პოლიტიკური ფიგურები, კობახიძე და ღარიბაშვილი არიან „ქართულ ოცნებაში“. სხვები ან მათზე არიან დამოკიდებულნი, ან არინ ცალკე დაჯგუფებებად და არც ერთის მხარეს არ არიან,  ჯერჯერობით. შალვა პაპუაშვილი კი კობახიძის გუნდის წევრად ითვლება და გამოდის, რომ  ნეიტრალური კუჭავას გადადგომით და პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშვნით, ირაკლი კობახიძის გუნდი გაძლიერდა. 

ისე, შალვა პაპუაშვილს ფესვები დედოფლისწყაროდან აქვს, საიდანაც ღარიბაშვილია  და თუ გავითვალისწინებთ, ჩვენში კუთხურობას რამხელა ანგარიშს უწევენ, სამომავლოდ არ გამორიცხოთ, რომ პაპუაშვილი ღარიბაშვილის გუნდში აღმოჩნდეს. კი, კობახიძის ნარატივს აჟღერებდა პაპუაშვილი, მაგრამ  ჩვენ ბევრჯერ და ბევრნი გვინახავს, დღეს ერთ გუნდში მოიაზრებიან და გაიხედავ და იმ გუნდთან დაპირისპირებულ ბანაკში აღმოჩნდებიან.  თუ ეს მოხდება, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი შესძლებს აღმსრულებელი და საპარლამენტო  ხელისუფლების კონცენტრირებას. კობახიძეს ისღა დარჩება, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში გაიძლიეროს პოზიციები, ასე დარჩეს პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალად და  პარტიის პოლიტსაბჭოში დაბლოკოს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივები. კობახიძე ვერასდროს ვერ იქნება საჯარო პოლიტიკოსი, ხალხს მისი ატანა არ აქვს და  აღიზიანებს. ღარიბაშვილი, პირიქით, აბალანსებს გაუწონასწორებელ კობახიძეს და ამშვიდებს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს.

თეგები: ირაკლი კობახიძეირაკლი ღარიბაშვილიკახა კუჭავაშალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved