• რეკლამა
  • კონტაქტი
01:25, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კობა ნაყოფია პროკურატურაში დაიბარეს

ალია ავტორი - ალია
12:56 03-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
307

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია გენერალურ პროკურატურაში, 23 თებერვალს, პარტიის ცენტრალურ ოფისში ნიკა მელიას დაკავებისას ინვენტარის დაზიანებასთან დაკავშირებით მათი განცხადების საფუძველზე, გასაუბრებაზე დაიბარეს.

როგორც ნაყოფია განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, იყო მოპარული სერვერები და ვიდეო ჩაწერის ბლოკი, რაზეც პროკურატურას მალევე მიმართეს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.

მისივე თქმით, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას და იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს

„მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებამ დაინახა ის ვანდალიზმი, რაც განხორციელდა 23 თებერვალს, როდესაც შტურმით იღებდნენ მთავარი ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს. ოფისის აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, იყო მოპარული სერვერები და ვიდეო ჩაწერის ბლოკი. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე, ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან და გვთხოვეს გასაუბრება დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად. ვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული.

ოფისში ფუნქციონირებდა გარე კამერის ჩამწერი ბლოკი, რომელიც წაიღეს. ალბათ, აინტერესებდათ ვინ მოდიოდა ოფისში და ვინ გადიოდა და ა.შ. თუმცა ამის კანონიერი უფლება არ გააჩნდათ. მეორე იყო სერვერები, რომელზეც გვქონდა შიდა პარტიული მიმოწერები.

პოზიტიური მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ მაქვს, ამას ისევე ჩაფარცხავენ, როგორც ბევრ სხვა საქმეს, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება და დამოუკიდებელი პროკურატურა ამას აუცილებლად გამოიძიებს“, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved