• რეკლამა
  • კონტაქტი
09:43, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რატომ არ უნდა დავიჯეროთ ყველა “სენსაციური” სიახლე, თუნდაც, CNN-დან” – დავით მრელაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:33 07-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

აშშ-ში მცხოვრები ტელენევროლოგი, დავით მრელაშვილი, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“კლასიკური მაგალითი იმისა თუ რატომ არ უნდა დავიჯეროთ და გავავრცელოთ ინტერნეტში არსებული ყველა “სენსაციური” სიახლე, თუნდაც ისეთი გავლენიანი წყაროდან როგორიცაა CNN (განსაკუთრებით ჟურნალისტების საყურადღებოთ რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში – სიტყვასიტყვით, ყოველივე “წესების დაცვით” პირდაპირ თარგმნიან უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას).

სი-ენ-ენის სტატიის სათაური კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩინური ვაქცინების ეფექტურობას, და ამბობს რომ ეს იყო “vaccination failure” (ჩავარდნა, ვერ დაიცვა კორონასგან ჩინურმა ვაქცინებმა). ამის ნივთმტკიცებულებად ასახელებს იმას რომ ტაილანდში ნახევარ მილიონზე მეტი სამედიცინო მუშაკის (ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი გადადების მხრივ) აცრის შედეგად 0.1 %-ზე ნაკლებს შეხვდა კოვიდი. მძიმე ფორმა შეხვდა მხოლოდ ორ ადამიანს და აქედან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა.

ვცდილობ რომ რაიმე ლოგიკით ავხსნა და გავიგო – რატომ დაარქვეს vaqcinnation failure 677,000 აცრილიდან (რაც მთელი იმერეთის და გურიის მოსახლეობაზე ერთად აღებულზე მეტია), მხოლოდ ერთი ადამიანის გარდაცვალებას, და ვერაფრით ვერ ვხვდები. იქნებ ჩემმა კოლეგებმა დაინახონ რამე რაც მე ვერ გავიგე სწორად (ორიგინალი სტატია აქ არის: https://cnn.it/3hPvvw5 ).

კაპიტალისტური ქვეყნის (აშშ) სააქციო ბირჟაზე არსებული კომპანიების მარკეტინგი (და კონკურენტების დაძირვა) ყოველთვის სჯობდა სოციალისტური ქვეყნის (ჩინეთი) ანალოგებს, თუმცა ამჯერად ამ მარკეტინგის და ბირჟის აქციების წარმატება საქართველოს მრავალი მოქალაქის სიცოცხლე უჯდება…

#მერვეკლასისმათემატიკაგადაგვარჩენს“

თეგები: დავით მრელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved