უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერზე ნავთობკომპანია „შელს“ მიმართავს:
„მეუბნებიან, რომ „შელმა“ წუხელ მალულად შეიძინა რუსული ნავთობი. ერთი კითხვა მაქვს „შელთან“: თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის? მოვუწოდებ მთელ მსოფლიოში ყველა გონიერ ადამიანს, მოითხოვონ ტრანსნაციონალურ კომპანიებისგან, შეწყვიტონ ყველანაირი საქმიანი კავშირები რუსეთთან“
შეგახსენებთ, ბლუმბერგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის უმსხვილესმა ნავთობკომპანია „შელმა“ რუსეთისგან ნედლი ნავთობის პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა.
კომენტარები