რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში ჩრდილოეთის ხიდი დაზიანდა – კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით გადაიკეტა და ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა კიევს შეუტიეს. ხანძარი სოლომენსკის რაიონში გაჩნდა. ბოლო ინფორმაციით, კიევში ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.











კომენტარები