• რეკლამა
  • კონტაქტი
07:25, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,კი, რუსეთში ორ კაპიკს შოულობს ხალხი, მაგრამ თავმოყვარეობა ხომ გვაქვს, ბოლოს და ბოლოს?!” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:22 08-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,630

ლევან  ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

 

-რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს ხალხი. ესენი არ არიან ამის გამკეთებლები, მაგრამ დავუშვათ, შემოიღეს სავიზო რეჟიმი. ეს უშველის საქმეს?

-საერთოდ, ნებისმიერი ამ ტიპის  რისკების პრევენცია, კომპლექსური საკითხია, ერთი კონკრეტული ქმედებით პრობლემა არ მოგვარდება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა შემოიღო სავიზო რეჟიმი. მით უმეტეს, ამაზე –ომი გინდათო? რომ გვეუბნებიან, სისულელეა. რუსეთს საქართველოსთვის  აქვთ დაწესებული უმკაცრესი მკაცრი სავიზო რეჟიმი. საერთაშორისო ურთიერთობებში სარკისებრი ქმედებებია მიღებული ასეთ დროს – დაგიწესა რომელიმე ქვეყანამ სავიზო რეჟიმი? შენც ავტომატურად უწესებ. ეს თავისთავად უკვე გაფილტრავს ამ ყველაფერს, ასეთი ქაოსი არ იქნება და გვეცოდინება, ვინ ტურისტად შემოდის და ვინ სხვა მიზნებისთვის, ვინ რა ვადით შემოდის... წინასწარ, პრევენციულად ფილტრაციის მექანიზმი შეიქმნება. ეს არ არის საკმარისი, სავიზო რეჟიმის შემოღება, ეს არის ფუნდამენტი, საფუძველი. გარდა ამისა, უნდა შეიზღუდოს კომპანიების რეგისტრირება, საბანკო ანგარიშების გახსნა და ვინც მაინც გახსნის, უნდა გაკონტროლდეს მათი  ფულადი გადმორიცხვები და გადარიცხვები. თუნდაც, შეიზღუდოს დროებით, გარკვეული ვადით. იგივე, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. ეს ყველაფერი კომპლექსურად არის გასაკეთებელი, მაგრამ  სავიზო რეჟიმი თუ არ დაწესდება, აქედან არაფერი გაკეთდება. მე არ ვამბობ, რომ ყველა რუსს უნდა ავუკრძალოთ რუსეთში შემოსვლა, მაგრამ თუ ვინმე ტურისტად  მოდის, რატომ ხსნის საბანკო ანგარიშს?  როდის იყო, აქ ჩამოსული  ტურისტები ბათუმსა და თბილისში ბინებს და მიწის ნაკვეთებს ყიდულობდნენ?

-ზოგი ფიქრობს, რომ თუ რუსეთთან სავიზო რეჟიმს შემოვიღებთ, რუსეთიდან იმ ქართველებს გამოყრიან, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ და დროებითი ჩაწერით ცხოვრობენ რუსეთშიდა ზოგიც არალეგალურად არის იქ. არის ეს საფრთხე?

–ეს ხალხი რუსეთს თვითონ სჭირდება, თორემ აქამდე გამოყრიდა. კიდევ ერთხელ ვამბობ. რუსეთს ხომ აქვს ჩვენთვის სავიზო რეჟიმი დაწესებული. ჩვენც უნდა მივიღოთ შესაბამისი, ადექვატური გადაწყვეტილება და მივიღოთ სავიზო რეჟიმი. რუსეთს თუ ვინმეს გამოყრა უნდა, საამისოდ  მიზეზი არ სჭირდება, ამას ისედაც გააკეთებს. 2006 წელს რომ გამოყარეს ქართველები, მაშინ უვიზო რეჟიმი არ გვქონდა რუსეთთან? ილუზიაა, რომ სავიზო რეჟიმს თუ დავუწესებთ, ვინმეს გამოყრიან. კი, რუსეთში ორ კაპიკს შოულობს ხალხი, მაგრამ თავმოყვარეობა ხომ გვაქვს, ბოლოს და ბოლოს. რუსეთმა  უკრაინაში თუ სამხედრო წარმატებას მიაღწია, შეიძლება, საქართველოს ინტერვენცია დაიწყოს და რა გინდა იქ, ვერ გავიგე, მით უმეტეს, არალეგალად. თან რუსეთთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თუმცა, ეს ჩვენ ვიმყოფებით საომარ მდგომარეობაში, თორემ ჩვენი და მათი ხელისუფლებები ჩახუტუბულები არიან.

 

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved