ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის ქვეყნებს ვუსწრებთ, ასე ეხმაურება:
„საბჭოთა კავშირში, გარკვეული პერიოდი, აქტუალური იყო სლოგანი: დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას.
ბებიაჩემი ყვებოდა, ერთ-ერთ პარტიულ კრებაზე, რომელიც ამ სლოგანით გახსნეს, კაცი წამოდგა: კი ბატონო, გავუსწროთ, მაგრამ გასწრებისას უკან გამოხეული შარვალი რომ გამოგვიჩნდება, მაგ ამბავს რა
ეშველებაო.
ევროკავშირის ქვეყნებისთვის რომ გაგვისწრია, მაგაზე გამახსენდა“











კომენტარები