ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:
„ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. მმართველი პოლიტიკური პარტია დუმს. ლიდერები გაემიჯნენ პრაიდს… ანუ, პროცესი ღარიბაშვილს “აკიდეს”.
ხვალ, ირაკლი, გახარიას მსგავსად, ორი არჩევანის და ერთი შედეგის წინაშე დადგება:
1. პრაიდს არ ჩაატარებინებს- საერთაშორისო “მეგობრების” წყრომას გამოიწვევს, ოპოზიციის სრული სპექტრის სამიზნე გახდება და საკუთარი “გუნდისგანაც” გაიწირება.
2. პრაიდს ჩაატარებინებს- ხალხის უნდობლობას და გაღიზიანებას გამოიწვევს, მას დაბრალდება დაპირისპირება საზოგადოებაში (თუ უფრო მძიმე შედეგი არა) და საკუთარი “გუნდისგანაც” გაიწირება.
რაც იცის, იცის კობახიძემ… იცის, საკუთარი მოსვრილი როგორ შეტენოს სხვას!
არა და, ის რაც ხდება, სუფთა პოლიტიკური პროცესია, რომელსაც ოპზიციური პარტიებიც უერთდებიან და დიპლომატიური კორპუსიც ახდენს სამოქალაქო დაირისპირების ინსპირირებას! დიახ, ასეთ შემთხვევებში, პირველ რიგში, სადავეებს იღებს ხელში პარლამენტი და მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელთა გადაწყვეტილებებს ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლება!
ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა… ჩემი სიმპატიები და თანაგრძნობა ირაკლი ღარიბაშვილს. კარგ ქართველ კაცს! ნამდვილად მენანება ამ ჭია-ღუებისგან გასაფუჭებლად………………“
კომენტარები