• რეკლამა
  • კონტაქტი
16:08, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხორბალი და ხილი – პრეზიდენტი თვლის, რომ ეს არის ის 2 მიზეზი, რის გამოც რუსეთს სანქციებს ვერ ვუწესებთ

ალია ავტორი - ალია
02:36 04-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
527

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-თან ინტერვიუში, თქვა:

“საქართველო ვერ დაუწესებს რუსეთს ინდივიდუალურ სანქციებს, რადგან ქვეყნის ხორბლის იმპორტის დიდი ნაწილი და ხილის ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთზე მოდის.”

ქვეყნის მთავარსარდალმა, კიევისა და თბილისს შორის ურთიერთობის გაფუჭების მცდელობაში მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა და თქვა:

“კიევის გადაწყვეტილება, გაეწვია საქართველოდან ელჩი, ქართული ოპოზიციური პარტიების უკრაინის ლიდერებთან გარკვეული კავშირების ბრალია, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს უკრაინაში თავისი მეგობრული კავშირების გამოყენებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად.”

 

“საქართველო სწორი მიმართულებით მიდის”,– ეს ის ფრაზაა, რომლითაც ასრულებს ინტერვიუს სალომე ზურაბიშვილი.

 

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მარტში, მინისტრმა დავითაშვილმა ბრძანა, რომ ხორბლის შემოტანის ალტერნატივა იქნება ყაზახეთი, თუმცა, როგორც ჩანს, ხორბლის იმპორტიორი ქვეყნის შეცვლა მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა/თუ რუსეთი გვეტყვის უარს ხორბლის მოყიდვაზე.

ლევან დავითაშვილი:

“ყაზახეთი არის უპირობო ალტერნატივა დღეისათვის, თუ არ იქნება რუსული ხორბალი.

დღეისთვის არ არის აკრძალული რუსული ხორბლის ექსპორტი საქართველოში, თუმცა ბევრი სამრეწველო პროდუქტი რუსეთმა აკრძალა, მათ შორის, საქართველოში ექსპორტი აიკრძალა და ეს ჩანაცვლდება ძირითადად ჩინური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციით. პერიოდულად ჩვენ ვიღებთ ამერიკულ ხორბალს, ასევე არის ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა.”

“არ არის აკრძალული რუსული ხორბლის ექსპორტი საქართველოში…” – მინისტრის თქმით, ალტერნატივაზე მაშინ გადავალთ, თუ არ იქნება რუსული ხორბალი

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომირუსეთი ოკუპანტიასალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved