• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხომ გვახსოვს როგორ “ბლატაობდნენ”, რომ ივანიშვილს სანქციების არ ეშინია?” – რას წერს ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:54 10-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21,075

ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

1. 20 სექტემბერს, ამერიკის ხმამ, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის ხაზინა სანქციებს დაადებს – დრო არ დაუზუსტებია.
2. ორი დღის წინ, ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა და თქვა რომ ამერიკის ელჩთან შეხვედრა ითხოვა. მისივე თქმით შეხვედრა არჩევნების შემდეგ შედგება.
3. ამავე ინტერვიუში ის იძახის, რომ შეხვედრა სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოანდომა, იქამდე არ ხვდებოდა იმიტომ რომ მისი ფული იყო გაჩერებული – სინამდვილეში სინგაპურის სასამართლოს არაფერი ისეთი არ გადაუწყვეტია, ივანიშვილი ფულთან დაკავშირებით რომ დამშვიდებულიყო – გადაამოწმა თენგო კირთაძემ.
4. გუშინ, ამერიკის ხაზინის უფროსმა გამოაცხადა რომ მომავალ კვირაში სანქციების ახალი ტალღა წამოვა რუსეთის ხელშემწყობების წინააღმდეგ – არ ვიცი ივანიშვილი ამ სიაში იქნება თუ არა, მაგრამ რადგან გაჟონა ინფორმაციამ, სავარაუდოდ არის.
ვფიქრობ, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს ამერიკის ელჩთან შეხვედრა სწორედ ხაზინის მოსალოდნელმა სანქციებმა მოანდომა და არა სინგაპურში რაღაც გადაწყვეტილებამ (არაფერს ცვლის ის გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის). ხაზინის სანქციები ბევრს ცვლის.
5. ამას გარდა, ისიც ნათელია რომ მოსალოდნელი სანქციები მის გარემოცვას და ქოც ამომრჩეველს აფრთხობს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიწყებდა ინტერვიუს განმავლობაში იმის მტკიცებას, რომ აღარ იქნება სანქციები, და რომ რაც მოსახდენი იყო უკვე მოხდა, ამოწურეს.
ჩვენ ხომ ყველას გვახსოვს როგორ “ბლატაობდნენ”, რომ ივანიშვილს სანქციების არ ეშინია? ეს ტონი მას არ ჰქონია, ის ამტკიცებდა რომ აღარ იქნება სანქციები, სულ ეს იყო – ვისაც ელაპარაკებოდა, იმას მაგის მოსმენა სურდა და იმიტომ.
აქ მე უბრალოდ ფაქტები ჩამოვყარე ივანიშვილის კონდიციის აღსაწერად და არ ვიცი ფინანსურის დღევანდელი რეიდები და ამერიკული კომპანიების მძარცველებთან დაკავშირება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რამდენად უნდა განვიხილოთ ამ კონდიციის კონტექსტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved