ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
1. 20 სექტემბერს, ამერიკის ხმამ, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის ხაზინა სანქციებს დაადებს – დრო არ დაუზუსტებია.
2. ორი დღის წინ, ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა და თქვა რომ ამერიკის ელჩთან შეხვედრა ითხოვა. მისივე თქმით შეხვედრა არჩევნების შემდეგ შედგება.3. ამავე ინტერვიუში ის იძახის, რომ შეხვედრა სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოანდომა, იქამდე არ ხვდებოდა იმიტომ რომ მისი ფული იყო გაჩერებული – სინამდვილეში სინგაპურის სასამართლოს არაფერი ისეთი არ გადაუწყვეტია, ივანიშვილი ფულთან დაკავშირებით რომ დამშვიდებულიყო – გადაამოწმა თენგო კირთაძემ.4. გუშინ, ამერიკის ხაზინის უფროსმა გამოაცხადა რომ მომავალ კვირაში სანქციების ახალი ტალღა წამოვა რუსეთის ხელშემწყობების წინააღმდეგ – არ ვიცი ივანიშვილი ამ სიაში იქნება თუ არა, მაგრამ რადგან გაჟონა ინფორმაციამ, სავარაუდოდ არის.ვფიქრობ, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს ამერიკის ელჩთან შეხვედრა სწორედ ხაზინის მოსალოდნელმა სანქციებმა მოანდომა და არა სინგაპურში რაღაც გადაწყვეტილებამ (არაფერს ცვლის ის გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის). ხაზინის სანქციები ბევრს ცვლის.5. ამას გარდა, ისიც ნათელია რომ მოსალოდნელი სანქციები მის გარემოცვას და ქოც ამომრჩეველს აფრთხობს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიწყებდა ინტერვიუს განმავლობაში იმის მტკიცებას, რომ აღარ იქნება სანქციები, და რომ რაც მოსახდენი იყო უკვე მოხდა, ამოწურეს.ჩვენ ხომ ყველას გვახსოვს როგორ “ბლატაობდნენ”, რომ ივანიშვილს სანქციების არ ეშინია? ეს ტონი მას არ ჰქონია, ის ამტკიცებდა რომ აღარ იქნება სანქციები, სულ ეს იყო – ვისაც ელაპარაკებოდა, იმას მაგის მოსმენა სურდა და იმიტომ.
აქ მე უბრალოდ ფაქტები ჩამოვყარე ივანიშვილის კონდიციის აღსაწერად და არ ვიცი ფინანსურის დღევანდელი რეიდები და ამერიკული კომპანიების მძარცველებთან დაკავშირება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რამდენად უნდა განვიხილოთ ამ კონდიციის კონტექსტში.
კომენტარები