• რეკლამა
  • კონტაქტი
03:46, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხმა 30-მდე უბანზე მივეცი… ვადაგასული პასპორტით დავდიოდი” – სკანდალური ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
22:14 11-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,353

Post Factum-მა ჩაწერა ინტერვიუ პირთან, რომელმაც თქვა, რომ არჩევნებზე ხმა 30-მდე უბანზე მისცა და ე.წ. კარუსელებში უშუალოდ მონაწილეობდა.

არჩევნების გაყალბების სქემაში ჩართვის შეთავზება გოჩა ჩალაურმა, როგორც ამბობს, გარკვეული მატერიალური სარგებლის დაპირებით, პირდაპირ გორის მერის მოადგილისგან მიიღო. ამ დახმარების ნაწილის გაცემას ბიუჯეტიდან დაპირდნენ, რაც ჩალაურს ისედაც ეკუთვნოდა, როგორც მძიმე ავადმყოფსა და სოციალურად შეჭირვებულს.

“ძალიან ბევრი გაყალბება იყო მომხდარი. ჩემნაირი… აიპების ხალხი იყო კიდევ ბევრი ძალიან, აი, დასაქმებული რომ ჰყავთ, აი, სკვერებს რომ ალაგებენ. ქალები, ისინი იყვნენ ძალიან ბევრნი. [ვიყავით] ახალდაბაში, გორის რაიონები რაც არის რა, თითქმის ყველა სოფელში, არცევი, სათემო, მარანა, ტყვიავი, დიცი და მთელი ხეობა რა.

აი, საარჩევნო უბანთან როცა მივდიოდით, იქ მანქანა მხვდებოდა. წინასწარ უკვე ვიცოდით ნომრები, რა მანქანა იყო. გადავიდოდი იმ მანქანაში, ვეტყოდი, აი, თემურის ხალხი ვართ, 4 ვიყავით მანქანაში, 4 ფურცელი მინდა. თუ ვინმე ქალი გვყავდა მანქანაში, ვეუბნებოდით, 1 ქალი გვყავს, 2 კაცი. ქალისას ცალკე მაძლევდნენ ფურცელს, სახელი და გვარი ეწერა, და პირადი ნომერი, და კაცისას ცალკე. იქა პასპორტს არც უყურებდნენ. მე, მაგალითად, ჩემი პასპორტით შევდიოდი, ვადაგასული იყო საზღვარგარეთის პასპორტი, ფურცელს ნახავდნენ, პასპორტს უკან მაწვდიდნენ, ამ ფურცელზე იწერდნენ ამ პირად ნომერს მაგით ვაგებდით ბიულეტენს…” – ყვება ჩალაური.

Post Factum-თან აღიარებითი ინტერვიუს შემდეგ, “ოცნების” გაყალბებულ არჩევნებში მონაწილე გოჩა ჩალაურმა, დასახელებული გამყალბებლების მხრიდან მის მიმართ ანგარიშსწორების დიდი საფრთხის გამო, ქვეყანა დატოვა და სამკურნალოდ ევროპაში წავიდა. მძიმედ ავადმყოფი პაციენტი, რომელიც საქართველოში ანტიევროპული სპეცოპერაციის იარაღად გამოიყენეს, ახლა საკუთარი შერყეული ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად ახლა სწორედ ევროპაში ცდილობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved