„ტვ პირველის” ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ უბანში, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი თავის აფეთქებით იმუქრება. მას ხელში ყუმბარა უჭირავს. ის არაფხიზელ მდგომარეობაშია. ამ წუთებში მასთან მოლაპარაკებებს სამართალდამცველები აწარმოებენ.
პოლიცია შემთხვევის ჟურნალისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე მუშაობის უფლებას არ აძლევს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი ერთ-ერთ კორპუსშია და ის თვითმკვლელობით იმუქრება. შემთხვევა, სადაც ის ამ წუთებში არის, მჭიდროდ დასახლებულია. ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივი აქვს მამაკაცს და რა არის მისი მოთხოვნა.
კომენტარები