• რეკლამა
  • კონტაქტი
19:00, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩასაფრებულია ყველა ჟურნალისტი და მოქალაქე, მეორე პრობლემაა, რომ არ იციან პასუხები, ალბათ არც ფიქრობენ და შეჰყურებენ ბიძინას…”-პატარაია

ალია ავტორი - ალია
12:51 02-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

სამოქალაქო აქტივისტი, ბაია პატარაია უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში არსებული რისკების და გამოწვევების შესახებ წერს:

“ომი მალე არ დამთავრდება და ნებისმიერ შემთხვევაში სხვა რეალობაში ვართ მთელი მსოფლიო. ამ ახალ რეალობაში რა რისკების და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო?

– გვაქვს სასურსათო უსაფრთხოება საერთოდ? ხორბლის რა მარაგი გვაქვს, როცა ორი ყველაზე დიდი მომწოდებელი ქვეყანა ომშია ჩაბმული; ლამის ყველა საკვები პროდუქტი რომ რუსეთიდან შემოდის, ვინმე მუშაობს ალტერნატივებზე?

– სანქციების და კრიზისების გათვალისწინებით რუსეთიდან ფულადი გზავნილების მიღებას შევძლებთ? საუბარია რუსეთში მომუშავე ემიგრანტების გადმორიცხვებზე;

– რა გავლენა ექნება რუსეთზე დაკისრებულ სანქციებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე?
– სომხებთან ერთად ვრჩებით რუსეთის მხარდამჭერებად, თუ რაღაც დროს მაინც შევუერთდებით სანქციებს? როდის და რა პირობებში დადგება ეს დრო?
– უკრაინამ რომ გააქტიურა ევროკავშირში შესვლის მოთხოვნა, საქართველო რას შვება ამ დროს, რა პოზიცია აქვს?
– რას ვაკეთებთ უკრაინიდან და რუსეთიდან დაბრუნების მოსურნე ქართველი ემიგრანტებისთვის?
– ვაპირებთ უკრაინელი ლტოლვილების მიღებას? სად, როგორ, რამდენის?

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ უამრავი შეკითხვის, რომელიც მუდმივად მიტრიალებს თავში და პასუხები არ არის. პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გვიპასუხოს, მაგრამ ჩვენთან მედიუმიც კი არ არის წყნარად სასაუბროდ. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩასაფრებულია ყველა ჟურნალისტი და მოქალაქე, ვინც კითხვას სვამს; მეორე პრობლემაა, რომ არ იციან პასუხები, ალბათ არც ფიქრობენ და შეჰყურებენ ბიძინას და ვინმეს.

ამიტომ ექსპერტები უნდა დასხდნენ და ისაუბრონ, ოღონდ უნდა მოემზადონ ჯერ და ჟურნალისტებმა 40 წამში ერთხელ არ უნდა აწყვეტინონ და დააცადონ მსჯელობა. (საერთოდ რატომ ჰგონიათ ქართველ ტელევიზონშიკებს, რომ პიში უნდა ეცე წუთში ერთხელ რესპოდენტს და მაშინ ხარ კარგი ჟურნალისტი?)
მოკლედ, ბლოგები და სტატიები მაინც წერეთ, ხალხო, წავიკითხავთ. მსჯელობა ჩვენ მაინც უნდა დავიწყოთ”, – წერს პატარაია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved