• რეკლამა
  • კონტაქტი
14:47, შაბათი, 28 იანვარი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხელისუფლებამ მოლაპარაკებები ჩაშალა“ – ოპოზიცია აქციებისთვის ემზადება

ალია ავტორი - ალია
13:48 01-19-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4

ხელისუფლებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები ჩაშალა. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ უნდა გამართულიყო როგორც ჩანს მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებებზე უარი თქვა.ოპოზიციაში აცხადებენ რომ ხელისუფლებამ ვერ მოიფიქრა მეთოდი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მოიგებს და დრო გაჰყავს.
ოპოზიციამ მმართველ გუნდს ორი მომართულება წარუდგინა წინადადება, ან პროპორციული, ან გერმანული მოდელი. ოპოზიაში აცხადებენ, რომ იგეგმება მთლიანი ოპოზიციური სპექტრის შეხვედრა და მოლაპარაკებები სამომავლო გეგმებისა და მიზნების დასახვისის.„ჩვენ ველოდებით, რომ შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართება რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე, ესეთი ინფორმაცია გვაქვს ყოველ შემთხვევაში, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან. ჩვენ მზად ვართ, ამ რაუნდშიც მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი ამოცანა ამ მოლაპარაკებებში არის ის, რომ პროპორციულისკენ დაიძრას რეფორმა. ანუ, ყველა შემოთავაზებას, რომელსაც ხელისუფლება ვითომ აკეთებს, იქნება ეს 100/50-ზე თუ ბარიერის დაწევა, ჯამში, ამას არაფერი საერთო პროპორციულ არჩევნებთან არ აქვს, ამიტომ ჩვენი ამოცანა არის პროპორციული არჩევნები. თუ ივანიშვილი საბოლოოდ ამაზე უარს ამბობს, მაშინ მიიღებს შესაბამის რეაქციას, როგორც პოლიტიკური სპექტრისგან, ასევე საზოგადოებისგან არჩევნებზე. ეს არის მისი გადასაწყვეტი, მას უნდა ასეთ რისკზე წავიდეს და მერე ყველაფერი დაკარგოს, თუ კიდევ ოდნავ მაინც საღი აზრი აქვს დარჩენილი, რომ რაღაც შეთანხმებაზე მაინც წამოვიდეს“,-აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ამიტომ კომპრომიზებზე საუბარი, რომელიც გაუადვილებს ხელისუფლებას, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება არ არის საინტერესო.
“ჩვენ ვნახეთ, NDI-ს უკანასკნელი გამოკითხვებით, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ამიტომ კომპრომიზებზე საუბარი, რომელიც გაუადვილებს ხელისუფლებას, რომელსაც დაკარგული აქვს მხარდაჭერა შეინარჩუნოს ძალაუფლება ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენ უნდა მივიღოთ ის საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი ხალხის საარჩევნო უფლების დაცვას და ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას შეუწყობს ხელს” – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023
„თუ დაიღუპა სააკაშვილი, მისი გარდაცვალების მიზეზი უკვე გამზადებული აქვთ… თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„თუ დაიღუპა სააკაშვილი, მისი გარდაცვალების მიზეზი უკვე გამზადებული აქვთ… თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც“ – გიორგი გუგავა

20:20 01-24-2023

ბიზნესი

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

13:36 01-27-2023
თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა
ბიზნესი

თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

11:46 01-27-2023
ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
ბიზნესი

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

18:46 01-26-2023
Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი –  დაბრუნება“
ახალი ამბები

Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი – დაბრუნება“

14:18 01-25-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved