• რეკლამა
  • კონტაქტი
07:05, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხელისუფლება თადარიგს იჭერს და ერდოღანს სთხოვს, რომ სააკაშვილს თურქეთში ჩასვლის ნება არ მისცეს… “

ალია ავტორი - ალია
00:14 09-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

„ალია“, ანი დვალიშვილი

„ბევრი ამბობს, რომ ხატია დეკანოიძის შვილმა პარტიული ფული აიღო და ამით ნიკა მელია გაანაწყენა. რეალურად კი, ეს თანხა სააკაშვილის გადმოგზავნილი იყო და არა მელიასი. ნიკამ თქვა, ფინანსურად დამოუკიდებელი ვარო და ამიტომ, სააკაშვილი მხოლოდ იმ ადამიანებს აფინანსებს, რომლებიც მისი უერთგულესები არიან. იგივე დეკანოიძე, ბოტკოველი, კირკიტაძე… ანუ, ძველი გვარდია. ახლა სწორედ მიშას ფულია დაკარგული და მელია მშვიდადაა. ხატიას კი ისეთი ურთიერთობა აქვს მიშასთან, ვერავინ ვერაფერს მოსთხოვს“, – გვეუბნება ნაცმოს ერთ-ერთი ლიდერი.

როგორც ვივარაუდეთ, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ოპოზიციურმა პარტიებმა მერობის კანდიდატები უბრალოდ ვერ დააყენა. ჰო, ვერ და არა არა, რადგან მათ ელემენტარულად ამის ადამიანური რესურსი არ ჰქონდათ, სამაგიეროდ, ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავს კანდიდატი ნაციონალურ მოძრაობას და არაერთია ისეთი მუნიციპალიტეტი, სადაც მერობის მხოლოდ სამი კანდიდატია – „ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და… „პატრიოტთა ალიანსის“. დიახ, პატრიოტებმა ყველა მუნიციპალიტეტში დააყენეს საკუთარი კანდიდატები და ეს იმის მიუხედავად, რომ თუნდაც მეორე ტურში გასვლის შანსი არსად არ ექნებათ. სამაგიეროდ, „პატრიოტები“ პატივს ცემენ საკუთარ თავს, ამომრჩეველს და აფიქსირებენ, რომ მცირე შანსის მიუხედავად, კანდიდატის დაყენება არსად არ უჭირთ. ზოგადად, „პატრიოტთა ალიანსი“ ერთგვარი ამოუცნობი ფენომენია – აქციებზე ყველაზე მეტი ხალხი გამოჰყავს, არჩევნებზე კი ხუთეულში მოხვედრა უჭირს. კი ამბობენ „პატრიოტები“, გვიყალბებენ არჩევნებსო, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, გასულ არჩევნებზე ერთ-ერთ უბანზე მედიის დამკვირვებლის სტატუსით გახლდით და დაახლოებით 800 ამომრჩევლიდან, „პატრიოტთა“ ყულაბაში 2 ხმა ჩავარდა. იმ უბანს, ჩემს გარდა, რამდენიმე უცხოელი დამკვირვებელი, სხვა მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხმების დათვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ამიტომ, გაყალბება გამორიცხული გახლდათ. უფრო სწორედ, ყუთში უკვე ჩაყრილი ბიულეტენების გაქრობა იყო გამორიცხული, თორემ მანამდე ვინ რა ჩატენა, ეგ სხვა საკითხია.

სიმართლე გითხრათ, ყველა მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატების დასახელებას „ლელოსგანაც“ ველოდით, მაგრამ ამის ადამიანური რესურსი არც მათ აღმოაჩნდათ და ზოგადად, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში კადრების სერიოზული დეფიციტია, რადგან დიდ ქალაქებში პარტიათა უმრავლესობამ… მოქმედი დეპუტატები წარადგინა მერობის კანდიდატებად და ამით არც არაფერი წააგეს – მეტ-ნაკლებად ცნობად სახეებს ამომრჩეველი ხმას მისცემს და თუ ვერ გაიმარჯვებენ (და ვერ გაიმარჯვებენ), მშვიდად დაბრუნდებიან პარლამენტში. სამაგიეროდ, საკრებულოებში 1-2 კაცის გაყვანას შეძლებენ, რაც სამომავლოდ უნდა წაადგეთ.

ისე როგორ იქნება, მმართველი გუნდის მხრიდან ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას არ შევეხოთ. რეალურად, ეს თანხა ვალად უნდა აგვეღო, შეღავათიანი პროცენტით და ხელისუფლებამ უარი განაცხადა. სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ თანხა არ გვჭირდება, რადგან ჭარბი მილიარდი კი არა, ბიუჯეტს ორ მილიარდიანი დეფიციტი აქვს, თუმცა წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ პატრიოტულ გრძნობებზე დაიწყო თამაში და ღარიბაშვილის ნათქვამი, ჩემი უფროსი ევროპარლამენტარი კი არა, ქართველი ხალხიაო, სწორედ ამაზეა გათვლილი. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ევროპელებმა, როგორც იქნა, ნაციონალებსაც გააგებინეს, რომ 43%-იანი ბარიერის ვერ დაძლევის შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად დაინიშნება. ეს ძალიან კარგად იცის „ოცნებამაც“ და ამიტომ, სწორება ყველა მუნიციპალიტეტში მინიმუმ 46%-ზეა, რამაც, საბოლოო ჯამში, შედეგი უნდა მოიტანოს. დღევანდელი გადმოსახედიდან, მმართველ ძალას ბარიერის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ არავინ იცის, როგორ აყირავდება სიტუაცია დარჩენილ სამ კვირაში. ოპოზიცია ნებისმიერ პროვოკაციაზეა წამსვლელი და მთავარი ამ შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილია. თუ ის გაბედავს და სარფის საბაჟოსთან მართლაც ჩაბრძანდება, 43%-იანი ბარიერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. იმასაც გეტყვით, რომ ხელისუფლება თადარიგს იჭერს და ერდოღანს სთხოვს, რომ სააკაშვილს თურქეთში ჩასვლის ნება არ მისცეს. რას გადაწყვეტს ერდოღანი, დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, რა პოზიციას დაიჭერს ევროკავშირი. ჩვენი ინფორმაციით, ევროპელები მოვლენების ამ განვითარების წინააღმდეგი არ უნდა იყვნენ, რათა ხელიდან წასული „ოცნება“ კვლავ მუჭში მოიქციონ.

“არ გვინდა არეულობა, მაგრამ შევუბრუნოთ ხელი, თუ გადმოვლენ ძალადობაზე… პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე” – სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved