• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლება (ყველა) დაჟინებით გვატენის, რომ ეს უნი მელიქიშვილის და ჯავახიშვილის უნის გაგრძელებაა” – გიგი თევზაძე

ალია ავტორი - ალია
19:39 02-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,973
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე:
“დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.
ამავე დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე.
აქ მთავრდება ისტორია და იწყება, ალბათ, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი სიმულაცია, რომელსაც მორჩილად მივყვებით.
თბილისის უნივერსიტეტის დაარსების და ფუნქციონირების ისტორია თავიდანვე დრამატული იყო, მხოლოდ ოკუპაციის შემდეგ არა:
ივანე ჯავახიშვილს, რომელმაც პირველი ქართული უნივერსიტეტი ანგლო-საქსონურ სისტემაზე აააგო, სულაც არ უნდოდა ეს უნივერსიტეტი სახელმწიფო მფლობელობაში ყოფილიყო. ის ცდილობდა ერთის მხრივ თავად-აზნაურთა საკრებულო (რომლის მფლობელობაშიც იყო თსუ შენობა, ისევე, როგორც ყველა საგანმანათლებლო და კულტურის დაწესებულება საქართველოში 1918 წლისთვის) და მეორეს მხრივ, მენშევიკური მთავრობა დაერწმუნებინა, რომ თსუ ქონება საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის გადაეცათ.
მაგრამ, მას არ მოუსმინეს არც საკრებულომ და არც მთავრობამ. მთავრობა დაჟინებით ითხოვდა უნივერისიტეტის სახელმწიფოს დაქვემდებერებაში გადასვლას. ჯავახიშვილი საბოლოოდ დასთანხმდა, მაგრამ, დიდი ავტონომიის და ქონების გაზრდის საფასურად.
მიუხედავად იმისა, რომ რუსებს და რუსეთუმეებს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, უნივერსიტეტი სახელმწიფოს ხელში დახვდათ, ვერაფერს ვერ უხერხებდნენ უნივერსიტეტის ავტონომიას. თუ არ იცით, დაგუგლეთ ბერიას და ჯავახიშვილის კომუნიკაცია ბერიას ცოლის სტუდენტობის შესახებ.
ამიტომ, 1928 წელს თსუ გაუქმდა, და მის მაგივრად დაარსდა რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი (სასოფლო, პედაგოგიური, etc.).
1932 წელს თსუ თავიდან დაარსდა, ოღონდ, ამჯერად როგორც პრუსიული მოდელის უნივერსიტეტი. სტალინის სახელობის. ეს სახელი მას 90იანებამდე შეუნარჩუნდა, სანამ ჯავახიშვილის სახელი არ მიენიჭა.
ჰოდა, სიმულაცია რაში მდგომარეობს: ეს თსუ 1932 წელშია დაარსებული და არა 1918ში. საამაყო ამაში არაფერია, ამიტომ, ხელისუფლება (ყველა) დაჟინებით გვატენის, რომ ეს უნი მელიქიშვილის და ჯავახიშვილის უნის გაგრძელებაა.
კი, მეც თსუ დავამთავრე. კი, თუ სადმე გინდოდა მეცნიერის პოვნა, თსუ-ში იყო შესაძლებელი. თავისუფლების ჩანასახებიც და უშიშროების სამინისტროს კადრებიც. ასე იყო.
მაგრამ, არ არის ჩემთვის საამაყო ის, რომ 1932 წელს დაარსებული, კომუნისტების მიერ ინფილტრირებული და მართული სასწავლებელი დავამთავრე. არანაირად.
ისეთი არაფერი, მაგრამ, ასეთი სიმულაციების დაძლევაზეა დამოკიდებული ის თავისუფლება, რომელიც გვინდა.”
თეგები: გიგი თევზაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved