• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხეების სიყვარული თუ ძალაუფლების დემონსტრირება? – რა მასალას აქვეყნებს NYT

ალია ავტორი - ალია
17:16 01-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატია ხეების სიყვარული თუ ძალაუფლების დემონსტრირება? ოლიგარქის უცნაური პარკი გამოაქვეყნა.

სტატიაში აღწერილია ასწლოვანი ხეების გებით გადატანა და მათი გადარგვა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში.

“პარკში მთლიანობაში 200-ზე მეტი ხე მიიტანეს, რომლებიც კავკასიაში მდებარე პატარა ქვეყნის, საქართველოს გაღარიბებული სოფოლებიდან და ხშირი ტყეებიდან ამოძირკვეს. ივანიშვლმა ხეების უმეტესობა პირადად შეარჩია.

ნახევარი კარჭაპებით გადაიტანეს, მეორე ნახევარი – სატვირთო მანქანებით. მდინარის კალაპოტების გაფართოებაც გახდა საჭირო, გზას მატარებლებიც უთმობდნენ და ჩერდებოდნენ – ქართველები თვლიან, რომ ივანიშვილს ხელისუფლების მართვა ისეთივე დაუსჯელობით შეუძლია, როგორც ხეების გადატანა. მართალია, მას მას ოფიციალური თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ამბობენ, რომ კულისებიდან მას ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს. დენდროლოგიური პარკი ივანიშვილის ექსტრავაგანტული გემოვნებას გამოხატავს. ვარდისფერი ფლამინგოების და სხვა ეგზოტიკური ფრინველების განლაგების დიზაინი პირადად მას ეკუთვნის – ასე ამბობს პროექტის მენეჯერი პაატა სულაბერიძე.

ივანიშვილის საკუთრებას საჯარო პარკისგან ჯებირი ყოფს. პარკში შესვლა უფასოა. როგორც ბიზნეს გამოცემისთვის იშვიათ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, მისი შექმნა ათობით მილიონი დოლარი დაუჯდა.

ნიშნები, რომ ეს კერძო საკუთრებაა, ყველგან ჩანს. ყველგან კამერებია დაყენებული და მოძრაობის დეტექტორები ყველა ხის წინ დგას. შეხედეთ, მაგრამ შეხება არ გაბედოთ. ეს ეხება გაზონსაც. დაცვის თანამშრომლები წესის დამრღვევებს უმალ ტუქსავენ.

თუმცა ბევრი მნახველი მაინც ამბობს, რომ პარკით ძალიან ისიამოვნეს.”

პაატა სულაბერიძის თქმით, მის უფროსს “უბრალოდ ხეები უყვარს”.

“თეორიები იმაზე თუ რატომ არის ივანიშვილი ხეებზე გაგიჟებით შეყვარებული უხვადაა. ზოგი ქართველი ფიქრობს, რომ ის დრუიდია, რომელიც ხეებს ეთაყვანება”

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველების ნაწილს მოსწონს, რომ პარკში შესვლა უფასოა და მოსწონთ ივანიშვილი ქველმოქმედების გამო, მათ შორის ქართველი ხელოვანებისთვის სტიპენდიების გადახდის გამო, მაგრამ ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ოპონენტები ივანიშვილს ფეოდალს ადარებენ, რომელიც ხალხის კეთილგანწყობას მცირე თანხით ყიდულობს, ხელისუფლებიდან მისი წასვლა კი მოჩვენებითია.

“ივანიშვილამა ქონება რუსეთში იშოვა, სადაც მეტალის და საბანკო იმპერია შექმნა საბჭოთა კავშირიდან ტრანზიციის ქაოსურ პერიოდში. ამჟამად მისი ქონება 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტს აღემატება.

ბევრი ქართველი ვარაუდობს, რომ კრემლი ასეთი ქონების ქვეყნიდან გასვლას არასოდეს დაუშვებდა, დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო, რომ ის საქართველოში გავლენის ყიდვისთვის იქნებოდა გამოყენებული. საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს, მეზობელი თურქეთის და რუსეთის დიდი ძალების ამბიციების წინააღმდეგ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს.”

სტატიაში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნების და დაკავების შემდეგ თავს პუტინის პატიმარს, ხოლო ივანიშვილის კრემლის ლაქიას უწოდებს.

“თუ მისი როლი ახლა ბუნდოვანია, ივანიშვილმა ერთ დროს ძალიან ღია და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ემოციურად დატვირთულ პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოში, სადაც კანდიდატის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ ამომრჩევლები ყურადღებით აკვირდებიან.”

სტატიაში აღნიშნულია, რომ მთავრობაში ყოფნის დროს ივანიშვილი მისდევდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ ასევე მოსკოვთან პრაგმატული მიდგომა სცადა. მისი მომხრეები კი ამბობენ, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომა აჩვენებს, რომ ივანიშვილს ძალაუფლებას მოწყურებული არ არის.

“როგორც ახლა სჩანს, ივანიშვილი თავისი ექსცენტრიული ჰობით უფროა დაინტერესებული, რაც ხანდახან მისი პრემიერმინისტრობის მოკლე დროშიც გამოჩნდა.

პარლამენტარი არმაზ ახვლედიანი, რომელიც 2013 წელს ივანიშვილთან, როგორც მისი პარტიის თავმჯდომარე ახლოს მუშაობდა, მაგრამ შემდეგ უთანხმოება მოუვიდათ, იხსენებს, რომ სტრასბურგში ოფიციალურ ვიზიტზე ივანიშვილი ძირითად ქალაქის ზოოპარკით იყო დაინტერესებული, სადაც სახლში ჩამოსატანად წეროს კვერცხები შეიძინა.

ხეებით დაინტერესება შესაძლოა უწყინარი იყოს, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა, როცა ეს ინტერესი გავლენიანი მილიარდერისაა.”

წყარო – ტაბულა

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved