• რეკლამა
  • კონტაქტი
18:32, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხაზარაძის მესიჯია “ბიძინა არაფერ შუაშია” – ისეთივე აბსურდი როგორც თბილისის გამოგლეჯვა იყო” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:58 12-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,725

ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

ხუხაშვილის სულელურ კონსპირაციას, ვითომ ივანიშვილი არაფერ შუაშია და კობახიძე მართავს პროცესებს რუსეთის კარნახით და ივანიშვილის გვერდის ავლით – იმხელა ტრიბუნა მისცა ავტოკრატიულმა ტელემედიამ, რომ უკვე ვფიქრობ ხაზარაძე ლაპარაკობს მისი პირით – ხაზარაძის მესიჯია “ბიძინა არაფერ შუაშია”.

მეგობრებო, ხაზარაძის კონტროლირებული მედიების მიერ დაწყებულ კამპანიას, თითქოს რუსეთი “ბიძინას სტერილიზაციას ახდენს” და მას კობახიძით ანაცვლებს, არანაირი, საერთოდ არანაირი სისტემური საფუძველი არ გააჩნია.
ძალაუფლების განხორციელებას სჭირდება ძალაუფლების ვერტიკალი.
ამ ვერტიკალს სჭირდება საყრდენი ხალხის სახით (თუნდაც ეს ხალხი ცხვრის ფარად მიგაჩნდეს).
ავტოკრატიულ ძალაში, სახელად ქართული ოცნება, ხალხის საყრდენი აქვს მხოლოდ ბიძინას.
ანუ ძალა აქვს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინას.
ბიძინას გარეშე კობახიძეც, ღარიბაშვილიც, გახარიაც – არარაობები არიან.
რუსეთს რომ ხალხში საყრდენის ფოკუსით გაჩენა შეეძლოს, ბურჯანაძე, ნოღაიდელი, კუკავა და რავი… ლეგიონია კრემლში მოსეირნეთა სახელი – ოხრად არ დარჩებოდა.
ანუ სრული აბსურდია რასაც ხაზარაძის სპიკერები ბოდავენ.
ისეთივე აბსურდი როგორც ოთხში დაწყება და ოთხში დასრულება, ან თბილისის გამოგლეჯვა იყო.
სინამდვილეში, ეს ქართველი ხალხის ინტელექტის შეურაცხმყოფელი ჭორი არის ქართველი ხალხის გაბრიყვების მცდელობა (ცხადია დებატები გამქრალია ხაზარაძის ჭაობებიდან, თორემ ხუხაშვილისგან წვერიღა დარჩებოდა).
აი როგორც ბიძინა გაბრიყვებთ, თითქოს მისი მანევრები და შიდა წმენდა, კორუფციას უკავშირდება, სინამდვილეში კი იმაზე ეჭვიანობს რომ ძალაუფლება ხელიდან უსხლტება და სჯის მათ, ვისშიც ეჭვი ეპარება, რათა მისმა “ერთგულებმა” დაუბრკოლებლად განაგრძონ ხალხის ძარცვა.
იგივენაირად გატყუებთ ხაზარაძე და ალიექსპრესის მაკიაველიზმით შეურაცხგყოფთ.
რუსეთს ხალხი როგორ არ ყავს, სრული ინფილტრაცია აქვს როგორც რეჟიმში ისე ოპოზიციაში.
უბრალოდ ამ ხალხს არ აქვს ძალა.
(ასლანი რატომ წაიყვანა როცა აჭარა აჯანყდა? – საყრდენი ჩამოეშალა ასლანს და ხელოვნურად ვერ ააგებ საყრდენს)
ძალა აქვს მარტო ბიძინას – საყრდენი აქვს მხოლოდ მას.
და კობახიძით მექანიკური ჩანაცვლება ვერ მოხდება.
სტალინს დასჭირდა 20k კაცის დახვრეტა და 200k დაჭერა/გადასახლება – მთელი ელიტის და შემოგარენის, საზოგადოების დასამორჩილებლად კობახიძემ როგორ უნდა დაიჭიროს ძალაუფლება – მანდატი აქვს თუ რა.
მასეთი დებილი კრემლში არავინაა.
მოკლედ, თუ მოგვისმენთ, ვერ გაგაბრიყვებენ.
თუ ბრმებს ბრმად აეკიდებით – ხევში გადაიჩეხებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved