• რეკლამა
  • კონტაქტი
02:39, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხაშურის ქეისი ბევრ კითხვას აჩენს და ადგილობრივი ექიმები არაადეკვატურად აღელდნენ”

ალია ავტორი - ალია
21:40 04-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ჟურნალისტი, ლელა კურდღელაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

“ხაშურის შემთხვევაზე უკვე დროა დავწერო ის, რაც ამ დროისათვის გაირკვა:
იცით, რომ 6 აპრილს დავწერე შემთხვევის შესახებ, რომელიც ვიცოდი შესაბამის წყაროზე დაყრდნობით და რაც დადასტურდა კიდეც – ანუ, ხაშურიდან ჩამოვიდა პაციენტი, რომელიც მივიდა სულ სხვა პროფილის ექიმთან და შემთხვევით გაირკვა, რომ მას წინა დღით სიცხე ჰქონდა, რის შემდეგაც ის სწრაფ ტესტზე გაიტესტა, ტესტმა კი კოვიდზე დადებითი პასუხი უჩვენა. ამის შემდგ ექიმები გადაიყვანეს იზოლაციაში, პაციენტი კი ერთ-ერთ კლინიკაში იქნა გადაყვანილი. გასაგება, რომ სწრაფი ტესტის შემდეგ გაკეთედებოდა ლუგარის ლაბორატორიის ანალიზი, რომელსაც 24 საათი სჭირდება.
ზუსტად ვიცი, რომ ეს ინფორმაცია უნდა დამეწერა და ამიტომაც დავწერე – რადგან:


1. თუ პაციენტს დაუდასტურდებოდა ინფიცირება, უმჯობესი იქნებოდა ადამიანებს მაქსიმალურად შეზღუდათ კონტაქტები


2. გაუგებარი იყო, რატომ არ ჰქონდა პაციენტს შესაბამისი ინფორმაცია და რატომ არ მიაწოდა ექიმებს ინფორმაცია დროულად.


ცოტა უცნაური იყო, რომ ამ სტატუსზე მწვავე და არაადეკვატური რეაქცია მისცეს სწორედ ადგილობრივმა ექიმებმა. ინბოქსში უფრო აქტიურობდნენ, ვიდრე რეალობაში.


რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, ასევე არ მისცეს ინტერვიუები ადგილზე ჩასულ ჟურნალისტებს.მიუხედავად იმისა, რომ წესით, მოსახლეობისთვის ზუსტი ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ და ეთქვათ, რომ მიმდინარეობდა პაციენტზე დაკვირვება და ელოდებოდნენ პასუხს ლუგარიდან. ან ეთქვათ, რომ არაფერი იცოდნენ.


ამის ნაცვლად, იყო მოთხოვნა, რომ ამეღო ინფორმაცია, რომელსაც უწოდეს დეზინფორმაცია და რომელიც 7 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა თავადვე დაადასტურა: ციტატა განცხადებიდან – ” მოგახსენებთ, რომ მიუხედავად საკორდინაციო მონაცემების არ არსებობისა, მოძიებული იქნა პიროვნება, რომელსაც აქვს კადიოლოგიური ანამნეზი, თბილისში კონსულტაციის დროს გამოვლენილი ტემპერატურის გამო მოთავსდა თბილისის ერთერთ კლინიკაში,სადაც ამავე მიზეზით ჩაუტარდა გამოკვლევა ვირუსზე შედეგი უარყოფითია” – წერია მათ მიერ 7 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში,


ერთსაც ვიტყვი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადება ცოტა ნაადრევი და არაგონივრულად ოპტიმისტური მეჩვენება, აქ არ დავაზუსტებ, რატომ, თუმცა – ექიმებმა უკედ იციან, როდის შეიძლება ასპროცენტიანად ითქვას დამაჯერებელი პასუხი.


თუმცა, არის ერთ ძალიან უცნაური ამბავი, რომელსაც სწორედ ახლა ვიკვლევთ და რომელიც გაცილებით მეტად არ მომეწონა მთელ ამ ისტორიაში – საქმე იმაშია, რომ აღნიშნული პაციენტის შესახემ ყველა პირადი ინფორმაცია მე წუხელ მომაწოდა უშუალოდ მისმა მკურნალმა ექიმმა ხაშურიდან, რაც წარმოუდგენელი ამბავია – რამდენად სანდოა მომწოდებელი პირი, ამის დადგენის საშუალებები მე არ მაქვს, თუმცა, ვისაც აქვს, ის მიხედავს ამასაც და იმ გადაცდომებსაც, რაც უშუალოდ ჩემს მიმართ განხორციელდა.


მოკლედ, ხაშურის ქეისი აშკარად ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, თუმცა, პასუხი ერთ რამეზე ზუსტად ვიცი:


სწრაფი ტესტი არ არის გამოსავალი და მასზე უშუალოდ დაყრდნობა არ არის სწორი – ეს ნამდვილად აჩვენა ამ ქეისმა. რა ხდება ადგილზე და რა დარღვევებს შეიძლება ჰქონოდა ადგილი, რატომ აღელდნენ ადგილობრივი ექიმები ასე არაადეკვატურად, ეს უკვე ჩემთვისაც გაუგებარია.

ეს კი განცხადებაა, რომელიც მათ გამოაქვეყნეს:

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=153411032804386&id=108641647281325

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved