უკრაინა ისევ იბომბება. დაიბომბა ხარკოვის სულ მცირე სამი სკოლა, ეკლესია და კორპუსები. ერთ-ერთი კორპუსის დაბომბვას ემსხვერპლა მამა ერთი დღის დაბადებულ შვილთან ერთად.
„სამხედრო ობიექტების გარდა, მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი ფართები. რუსული საოკუპაციო ძალები არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების ძარცვითა და მკვლელობით. საოკუპაციო ჯარის მორალი უკიდურესად დაბალია.
მიმდინარე დღის განმავლობაში ოცდაათამდე მოიერიშე თვითმფრინავმა დაარღვია უკრაინის საჰაერო სივრცე, ძირითადად ბელორუსის რესპუბლიკიდან და დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა.მტერი დემორალიზებულია , იღუპება ჯარისკაცები და ზარალს განიცდის მათი სამხედრო ტექნიკაც,”-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი.
კომენტარები