• რეკლამა
  • კონტაქტი
10:38, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის… ბოლო ადამიანამდე გვიჭირს მისვლა”

ალია ავტორი - ალია
13:55 02-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის. დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში ტრაგედიით მიდის მანიპულირება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ ბაღდათში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

„ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის. დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში ტრაგედიით მიდის მანიპულირება. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია თამამად მივუთითოთ, რომ შესაბამისი სამსახურები განმარტავენ, რა დახმარებები გაეწეოდა ამ ოჯახს, რაში იყო საქმე, რამდენად იყო დამატებითი დახმარებები, გამოხატავდნენ თუ არა გვერდით დგომას სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და ა.ა.შ.

თუმცა, ეს ტრაგედია ამასთან არაფერ შუაში არ არის. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები ვერ ვყალიბდებით, რომ ტრაგედიას დავარქვათ ტრაგედია და გამოვიგლოვოთ ის ადამიანები და არ გადავიდეთ სხვა თემებზე.

ამ ადამიანებს დაემართათ საშინელება. უნდა მივუსამძიმროთ ყველას, ვინც ამ ოჯახს იცნობდა. ცალკე აღებული არსებობს გაჭირვების თემა, რომელიც ამ კონკრეტულ ტრაგედიასთან არაფერ შუაში არ არის.

სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ღონისძიება გაატარა. ბავშვებსა და მათს ოჯახებს ურიგდებათ შესაბამისი ბარათები ე.წ. კვების ვაუჩერები, დანამატები, რომელიც 5-ჯერ გაიზარდა. ასევე ბავშვთა კოდექსის აღსრულება, რომელიც ბოლო პერიოდში მივიღეთ, დაკავშირებულია მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ეკონომიკური განვითარების პარალელურად. პირველი რიგის ამოცანა არის, რომ ბავშვების მიმართ იყოს ის ბენეფიტები, რაც კი ქვეყანას ეკონომიკურად შეუძლია მიიღოს.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრობლემა დარჩება. იმიტომ, რომ ბოლო ადამიანამდე ყველა სახელმწიფოს უჭირს მისვლა, მაგრამ ჩვენ პრიორიტეტად გვაქვს აღებული ახალგაზრდობა და ამას გავაგრძელებთ. სულ რო  ბოროტი ძალა მოვიდეს, მგონია, რომ ბავშვების საკითხს არ გადადებს გვერდზე. ჩვენთვის რაღაცის დაბრალება ამ მიმართულებით მგონია, რომ პოლიტიკური მარაზმი შეიძლება იყოს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved