• რეკლამა
  • კონტაქტი
01:57, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხანდახან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ღმერთიც ცდება…” – რა “შეეშალა” ღმერთს გოცირიძესთან?

ალია ავტორი - ალია
15:10 06-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წამყვან უწყებად დასახელების შესახებ განაცხადა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავეცნობით. თუ მართლა ასე თქვეს, მათ გასაგონად ვამბობ, რომ სუს-ი არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ძალოვანი შემადგენელი ნაწილი, ასევე საარჩევნო კამპანიის მთავარი მოტორი და ის, რითაც „ქართული ოცნება“ ატარებს არჩევნებს და რომლის მთავარი შინაარსია – მოსყიდვა, დაშინება, მუქარა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ივანიშვილის ფულის გამოყენება. სუს-ს საკუთარი ფინანსური, ადმინისტრაციული საკადრო რესურსების 90 პროცენტი მიმართული აქვს პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და თვალთვალისკენ და არა იმისკენ, რომ ჯაშუშებს ებრძოდნენ. სუს-მა რვა წლის განმავლობაში რომელი ერთი ჯაშუში გამოავლინა? ერთი გვარი დამისახელეთ, ან მინიშნება გააკეთეთ და ვიტყვი, სუს-ი საქმიანობის 90 პროცენტს კი არ ახმარს პოლიტიკურ საქმიანობას, არამედ 89-ს.”

კითხვაზე, თუ სუს-ი ვერ მუშაობს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საპირისპიროს ამბობს, ცდება თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ხანდახან ღმერთიც ცდება.

„ხანდახან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ღმერთიც ცდება. წვიმას ისეთ დროს მოგვივლენს, რომელიც აბსოლუტურად არ იყო საჭირო. შესაძლებელია, ცდება. ეგზიუპერი ამბობდა, რომ სრულყოფილი არაფერია ქვეყნად, შეუცდომელი არავინ არის ქვეყნად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თუ შეცდა სუს-ის შეფასებაში, რა პრობლემაა ამაში? ჩვენ ხომ უკეთესად ვიცით, სუს-ი არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ძალოვანი ნაწილი“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული.  დოკუმენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტებისა და გამოძიების საკითხებში წამყვან უწყებად არის დასახელებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved