კორონავირუსით ექიმი ნათია მსხვილიძე გარდაიცვალა. ნათიას მეგობარი ქეთი ლომიძე სოციალურ ქსელში, წერს:
“ნათი, ჩემო ტკბილო მეგობარო. სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ მატკინე გული. საუკეთესო დედა, ექიმი და მეგობარი დავკარგეთ. ვინ იცის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაგირჩენია. რამდენი თბილი მოგონება დაგვიტოვე. უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროს.
პ.ს. ხალხო ეს არაჩვეულებრივი ექიმი კოვიდით გარდაიცვალა!!! ნუთუ ასე ძნელია ელემენტარული წესების დაცვა!!! გავუფრთხილდეთ ჩვენს თავსაც და ექიმებსაც, თორემ მალე სავალალო შედეგს მივიღებთ!!! არ მიყვარს საჯაროდ “ლოზუნგების” წერა, მაგრამ ეს პოსტი ჩემი ზოგიერთი მეზობლისთვისაცაა, დღემდე რომ არ სჯერათ ვირუსის არსებობის!!! გაიგეთ, რომ ყველას ერთნაირად არ შეუძლია ამ დაავადების გადატანა და სანამ თქვენ ფულის საკეთებლად დარბიხართ, შეიძლება ამ დროს სხვაც დააინფიციროთ და სამუდამოდ დაღუპოთ!!!”
ბაღდათში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსი კორონავირუსით გარდაიცვალა. 45 წლის ქალი რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა და თბილისში მკურნალობდა.
კომენტარები