• რეკლამა
  • კონტაქტი
12:55, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხალხი ცხოვრობდა წყნარად, მშვიდად, ნევროზი რა იყო არ იცოდნენ… მარა რად გინდა? მონები ვიყავით“

ალია ავტორი - ალია
20:30 04-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
140

კინოდოკუმენტალისტი ამირან ამირანაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ გუშინ ტელევიზორში ქართული ფილმი “მხიარული რომანი” გადიოდა. ჩავუჯექი და გამახსენდა ის დრო. არავითარი ომები, ხალხი ერთმანეთს პატივს სცემდა,
კარგად რო გამოზაფხულდებოდა, მეზობლები ავტობუსს ქირაობდნენ და პურმარილით ბუნებაში გავდიოდით. ჩვენი და მეზობლების სახლის კარები არ იკეტებოდა. დედაჩემი სადილს ისე გააკეთებდა, რომ მეზობლებსაც გამასპინძლებოდა სიტყვებით ” გამისინჯე გოგო, ხო არაფერი აკლიაო”. მეზობლებიც ანალოგიურად ჩვენ გვასინჯებდნენ. ვინმე თუ გარდაიცვლებოდა ახლოში, ტელევიზორს არ გვართვევინებდნენ -სირცხვილიაო. დღემდე მცემს სკოლის ბუფეტში შემწვარი 10 კაპიკიანი კატლეტის სუნი. ეხლა რო გითხრად სულ ხორცი იყო მეთქი არ ვიქნები მართალი, მაგრამ არც არავინ არასოდეს მოწამლულა. მიუხედავად იმისა რო სახლში ხილი გვიფუჭდებოდა და დედაჩემი ყრიდა, სკოლის მერე ბლიადსკი პარკის ზემოთ, ხილის ბაღებს შევესეოდით სარანჩასავით და კვირტში ვჭამდით ყველაფერს. ორლულიანი თოფით არავინ დაგვსდევდა. სანამ ხის ქერქის ჭამაზე გადავიდოდით, – ოხ! თქვე შობელძაღლებოო – ერთს მოგვაძახებდა პატრონი სიმბოლურად და ჩვენც ზაბორებზე ხტომის მსოფლიო რეკორდებს ვამყარებდით.
კარგი ბიჭი იყავი და არ გემუშავა. დღეში სამჯერ მოგადგებოდა სახლის კომენდანტი ვიქტორა, სქელი ჟურნალით და თვალების ბრიალით. რასაც ჩვენ ვმუშაობდით და როგორც ვმუშაობდით ის რო ვინმე გერმანელს ენახა ინფარქტი გლიჯავდა. ხელფასსაც შესაბამისს გვიხდიდნენ. ჩვენ სამაგიეროდ შურს იმით ვიძიებდით რომ, თუ სამსახურიდან რამის წაღება შეიძლებოდა, კალამი, ქაღალდი, საშლელი. კალკა, ბრიტვა, ლამპოჩკა, ჩაქუჩი – სახლში მიგვქონდა. წელიწადში ერთხელ საგზური მქონდა -ვიყავი რომელიმე დომ ოტდიხაში (რითი ვიღლებოდი არ ვიცი) წამოწოლილი და საღამოს კლუბში ტანცებზე “ბელი ტანეც, დამი პრიგლაშაიუტ მუჟჩინ” ს ველოდებოდი. ინსტიტუტს დაამთავრებდი და რაის სივი და რაის კონკურსი, მეორე დღესვე გადიოდი სამსახურში. ავად გახდებოდი და მოგხედავდნენ – 5 მანეთს თუ ჩაუდებდი ექთანს ჯიბეში, ხელში აყვანილი დაყავდი პალატიდან პალატაში რომელ ფანჯარასთან გინდა და რომელი ხედი მოგწონს ამოარჩიეო. მაქსიმუმ 10 -15 აფთიაქი იყო თბილისში და ფარმაცევტები მთქნარებით კვდებოდნენ. ჯანმრთელი იყო ხალხი. რასაც ვჭამდით, ჯანმრთელი იყო ის საკვები. რძეზე დილის 6 საათზე თუ არ მიხვიდოდი, არ შეგხვდებოდა -იმიტომ რომ ნატურალური იყო და ამჟავდებოდა. დოქტორსკი კალბასის სუნიც მახსოვს – დიდი ბრტყელი დანით რო დააჭრევინებდი თხელ ნაჭრებს პავლოვზე გასტრონომში გამყიდველ პავლეს. ხალხი რას იტყვის კალბასს ჭამენო -დედაჩემი მეუბნებოდა – ეხ რა იცოდა ცხონებულმა 20 წლის შემდეგ ზეიკიძის კალბასისთვის თუ ბრძოლა მომიწევდა. წიგნებს ვეძებდით, მაკულატურას ვაგროვებდით და მერე ტალონებით ვყიდულობდით, ერთმანეთში ვცვლიდით და ერთმანეთს ვუყვებოდით. მთელი დღეები ეზოში ვიყავით. ხანდახან ვჩხუბობდით კიდეც. ერთი გასროლა რო მომხდარიყო, მთელი საბჭოთა კავშირის მილიცია ფეხზე იდგა. (სამაგიეროდ მერე 90 ში ვისროლეთ რამდენიც გვინდოდა და ვაცალეთ რაჟოკები ერთმანეთს) უცხოურ ფილმებში ყველაზე ძალიან ის მიკვირდა მანქანები მაღაზიაში რო იყიდებოდა და არავინ ყიდულობდა და კიდე მერსედესები რო ტაქსებათ ყავდათ. არჩევნებზე ერთი რომელიმე მეზობელი აკრიფავდა ყველას ბიულეტენებს წაიღებდა და ჩაყრიდა. ნეტა ვის აინტერესებდა ვინ იქნებოდა დეპუტატი. ხალხი ცხოვრობდა წყნარად, მშვიდად, ნევროზი რა იყო არ იცოდნენ. ზრდიდენ შვილებს, შვილიშვილებს და მეორე დილის გათენების არ ეშინოდათ – ხვალ ბავშვებს რა ვაჭამოო.
ასე იყო მარა -რათ გინდა რა – მონა ვიყავი. )))) “

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved