• რეკლამა
  • კონტაქტი
17:12, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხალხი ითხოვს პასუხს “ვინ ჩვენ?“ და არა ერთობას, ხელოვნურს” – უჩა აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
16:05 09-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

ბლოგერი, უჩა აბაშიძე, ციხიდან გამოგზავნილ წერილში, წერს:

“ხალხი ითხოვს ერთობას!“

ნწუ. ხალხი ითხოვს ერთ, გასაგებ, პასუხს.

კი, ერთობა შეიძლება ამ კითხვაზე პასუხის ერთ-ერთი ვარიანტი იყოს.

ეს, ხელოვნური ერთობები რო იქმნება, მეორე დღიდანვე მკვდრადშობილია ხოლმე, იმიტო, რო ხალხმა არ მიიღო “ერთ, გასაგებ პასუხად“.

ხოდა იდეაში მასეთ პასუხად იყო ჩაფიქრებული “თავისუფლების მოედანი“ – 2024-ის ზაფხულში. არა? პროტესტის პოლიტიკური რეპრეზენტაცია უნდა ყოფილიყო. სახელიც მასე შეირჩა. აიწება პროტესტიდან ტვინებიც.

მეშლება რამე?

ხოდა რანაირად მოხდა – რო დღეს პროტესტი და “თავისუფლების მოედანი“ სინონიმები არ არიან? – აზრი ხო ეგ იყო? – რანაირად არის, რო უამრავი ხალხი ჩართულია პროტესტში, დგას რუსთაველზე, მართავს მარშებს, მაგრამ “არცერთი პარტიის“ წარმომადგენელია?

თორე ის მესმის – რო ზოგი, ვინც პროტესტშია – სხვა პარტიის მხარდამჭერია, ეგ OK. მარა რანაირად მოხდა, რო “თავისუფლების მოედანი“ ოდნავ გვერდით და ოდნავ მაღლა გაიჩითა, სხვა პარტიებივით?

იდეა ხო ეგ იყო? – რო პარტიას პროტესტის მუშტად შეკვრაზე უნდა ემუშავა, მიმართულების მიცემაზე და ენერგიის 1 ვექტორზე კონცენტრირებაზე? – კი, რა თქმა უნდა ძაან ძნელი საქმეა. მაგას უნდა აკეთებდნენ – არიგებდნენ ნაჩხუბარ აქტივისტებს, გეგმავდნენ აქტივობებს და პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავდეთ წინააღმდეგობა.

არა? – არასწორად მესმის “თავისუფლების მოედნის“ იდეა?

რანაირად არის, რო უამრავი ადამიანია პროტესტში – “უპარტიო“, ათას ენერგიას ხარჯავს და “თავისუფლების მოედანს“ თავისად არ თვლის?!

რეგიონებში სიარული კი არა – პროტესტის შუაგულში აქვს, ჯერ, მგონი, სამუშაო “თავისუფლების მოედანს“. რატომ მიწევს მე, ციხიდან, – პროტესტის აქტიური მონაწილეებისათვის თვალის ახელა – რო მშვიდობიანი პროტესტი მხოლოდ პოლიტიკურად მოიგება და იდეაში პროტესტის პოლიტიკური ვექტორი არის “თავისუფლების მოედანი“ და მანდ უნდა იყო შენც თქო?

კი, ზოგადად – ვისაც უნდა, რაც უნდა, ის პარტია უნდა აირჩიოს. მარა თუ ადამიანი უპარტიოა, მარა პროტესტშია – რანაირად შეიძლება რო არ იცოდეს “თავისუფალი მოედანი“? – ჩანაფიქრი ხო ეგ იყო? – რო პროტესტს უნდა ყავდეს სინონიმი-პარტია, პოლიტიკური რეპრეზენტაცია. და რო უბრალოდ კი არ უნდა ვიდგეთ რუსთაველზე – “უპარტიოდ“. შუა – უნდა შეიკრიბოს მანდ და უნდა ნებისმიერი ოდენობა ჩხუბით და კამათით – გადაწყვიტოს რას ვითხოვთ, ერთად.

და მერე მივაღწიოთ – რო სხვა პარტიებმა, ვინც პროტესტში არიან, დროებით, – აყვნენ, ვექტორის ერთიანობის გამო.

არა?

თუ ეგ არაა “თავისუფლების მოედანი“, ესეიგი სხვა პარტიაა წამოსაწყები. ან თავისუფლების მოედანმა – დროა გაიხსენოს რად შეიქმნა.

ხალხი ითხოვს პასუხს: “ვინ თქვენ აპროტესტებთ? და მხარს რო აგიბამთ, ენერგიას ჩავდებ, რისკებზე რო წავალ – ვინ “თქვენ“-ს უნდა მოგცეთ კიდევ ხმა და ვინ თქვენ – უნდა გაიმარჯვოთ“.

უპარტიო – გამპროტესტებელი, აბსურდია, ამდენი წელი პროტესტის მერე.

– ანარქიას ითხოვ, თუ რას ითხოვ?
– ვისაც ხალხი აირჩევს. ხალხს ბიძინა არ უნდა!
– true. მარა ხალხმა, რო ვიცოდე ვინ მინდა, ბიძინა უკვე აღარ იქნებოდა. შენ ვის ირჩევ? – გაუწიე რეკომენდაცია.
– მე ყველა მძულს. მარა შენ ვინმე აირჩიე.

პროტესტს უნდა ჰყავდეს პარტია, უნდა ჰქონდეს სახელი. თუ “თავისუფლების მოედანმა“ ეგ ვერ შეძლო, მაშინ ახალია საჭირო. ხალხი ითხოვს პასუხს “ვინ ჩვენ?“ და არა ერთობას, ხელოვნურს.

2026-09-14

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები  გრძელდება
ახალი ამბები

პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება

13:51 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved