• რეკლამა
  • კონტაქტი
01:33, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხალხი დაიმშევა და როცა „სუსტები“ გაიქცევიან და „ძლიერებს“ კი არაფერი დარჩებათ დასაკარგი, მერე იქნება … “ქაიანური” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
19:44 03-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
441
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ერთადერთი პლატფორმა, რომელზეც ამჟამად „ქართული ოცნება“ მყარად დგას, არის ე.წ. ქართული საშუალო კლასი, ანუ ის ფენა, რომელსაც ამ ეტაპზე საკმარისი კომფორტი აქვს იმისათვის, რომ ჯერ კიდევ არსებული კომფორტის შენარჩუნების ხათრით ვა-ბანკზე არ წავიდეს. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ „ფრთხილ“ ფენაში ის ადამიანებიც შედიან, რომლებიც რელიგიური ერთგულებით დადიან რუსთაველზე.
„ქართულ ოცნებას“ ელემენტარული პოლიტიკური ინტელექტი რომ ჰქონდეს, ამ ფენას თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდეს, რათა თავად გადარჩეს, მაგრამ ამ ეტაპზე პირიქით აკეთებს.
1. ავიღოთ აგენტების კანონი. ე.წ. ქართული საშუალო კლასის მნიშვნელოვან წილს წარმოადგენდნენ უცხოურ ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანები. მათ, საქართველოს პირობაზე საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება ჰქონდათ და შესაბამისად საკმარისი ქონებაც და კომფორტიც იმისათვის, რომ სტაბილურობის მომხრენი ყოფილიყვნენ. ასეთი ხალხი იპროტესტებდა, მაგრამ რადიკალიზმში არასოდეს გადავიდოდა. შესაბამისად, მთავრობას პირიქით უნდა ეზრუნა მათი შემოსავალის სტაბილურობაზე. ეს ფენა ახლა ნელნელა კოტრდება. ნაწილი დატოვებს საქართველოს, ნაწილი კი გარადიკალურდება თავის პროტესტში, რადგან მათ ამისაკენ ეგზისტენციალური კრიზისი უბიძგებთ.
2. პროტესტის სისასტიკით ჩახშობა. კიდევ ერთი კონტრპროდუქტიული საქციელი. საგარეო ასპარეზზე ეს სისასტიკე დასჯილი იქნება. მართალია, ამჟამად ძალიან დიდი აგდებით უყურებენ „ოცნების“ ჩინოსანნი უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ მალე მწარედ ინანებენ. ინანებენ მაშინ, როდესაც უკრაინაში დიდი აღმშენებლობითი პროცესები დაიწყება და უზარმაზარი ინვესტიციები წამოვა როგორც დასავლეთ ევროპიდან, ასევე ამერიკიდან. „ოცნება“ ამ პროცესიდან გამოთიშული იქნება როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ დონეზე და შესაბამისად მთელი საქართველო ჩაიხსნება ამ პროცესიდან.
ცალკე საკითხია დასავლეთ-ევროპული და ამერიკული სანქციები. არცერთი ნორმალური ინვესტორი არ გაეკარება ქვეყანას, რომლის მინისტრები, მოსამართლეები, პარლამენტარები და პარტიული ლიდერები დასანქცირებულები არიან დასავლეთის მიერ.
რაც შეეხება შიდა ასპარეზს, ნიჭიერი ხალხის დიდი ნაწილი ქვეყნიდან წავა, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ქვეყანაში ისეთი ადამიანების რიცხვს, რომლებიც არანაირად არ გარადიკალდებოდნენ, ისევ და ისევ მყარი შემოსავალის გამო.
„ოცნება“ იმედოვნებს, რომ ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მას ეყოფა ჩინურ-რუსული და შუააზიური ინვესტიციები. ამაშიც მწარედ ცდებიან. საქართველო ამ ქვეყნებისათვის საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც ევროკავშირზე გასვლის შესაძლებლობას ხედავდნენ. იზოლირებული საქართველო, დასანქცირებული მთავრობით ზუსტად იგივე კალიბრში გადის რომელშიც თავად შუააზიის ქვეყნები; რუსეთს ამ ეტაპზე ფრიად ბუნდოვანი პერსპექტივები აქვს და ჩინეთი კი ტარიფების ომშია ამერიკასთან.
„ოცნება“ რომ გონიერი პოლიტიკური წარმონაქმნი იყოს და მართლა ედარდებოდეს ქვეყნის კეთილდღეობა, გაითვალისწინებდა ზემოთ თქმულს; გაათავისუფლებდა პოლიტ-პატიმრებს, ეცდებოდა დასავლეთთან პოლიტიკურ მორიგებას, დანიშნავდა ახალ არჩევნებს, სადაც ისედაც დომინანტი პოზიცია აქვს, თუ გავითვალისწინებთ ოპოზიციის აბსოლუტურ ურეიტინგობას და ამ საქციელით სტაბილურობის გარანტიებს განამტკიცებდა ქვეყანაში, რაც საშუალო კლასს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემდა რადიკალიზმისაგან გასამიჯნად.
მაგრამ ცხადია რომ „ოცნება“ ამას არ გააკეთებს. მისი შემქმნელი მხოლოდ ძალისა და ტერორის პოზიციიდან გააგრძელებს მოქმედებას. შედეგად, გაქრება საშუალო კლასი; ნელნელა შეუძლებელი გახდება სტატისტიკით ჟონგლიორობა, რადგან რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ ყველაფერი კარგად არის, ხალხი დაიმშევა. და როცა „სუსტები“ გაიქცევიან და „ძლიერებს“ კი არაფერი დასაკარგი აღარ დარჩებათ, მერე იქნება … „ქაიანური“.
ასე გააგრძელეთ…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved