ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“ინსპექტორის აპარატი რომ დაშალეს, გემახსოვრებათ. ახლახან იყო. ორი სამსახური შექმნეს მის ნაცვლად. ერთს ჰქვია სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მანდ უფროსად კოკა კაციტაძე დანიშნეს – აი, ის, პროკურატურაში რომ მუშაობდა და დიდ ტექსტებს კითხულობდა ხოლმე ბრიფინგებზე. პირდაპირ პროკურატურიდან დააკოპირეს ახალ სამსახურში. პროკურატურის ტიპმა ახლა თურმე ობიექტურად უნდა გამოიძიოს სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომელთა სავარაუდო დანაშაულები.
დღესაც ასე ძველებურად გამოვიდა და გვიყვებოდა წყნეთში მომხდარ მკვლელობაზე. ისაო, ესაო და გაუვარდა პოლიციელსო. ეს ბიჭიო (მოკლული) მიწაში რაღაცას ეძებდაო, ამოიღო თუ არა ის რაღაც და გადაყლაპაო, პოლიციის დეტექტივი მივიდაო, არ დაემორჩილაო და შებოჭვის დროს შემთხვევით მოკლაო რა.
მოკლედ, იმის გამო გამოიყვანეს ეს კაციტაძე და ალაპარაკეს, რომ მოვმხვდარიყავით, ის ,,რაღაც” ნარკოტიკი იყო. ანუ ღირსი იყოო რა, დიდად ნუ იდარდებთო, ამის თქმა უნდათ.
კარგი. დავუშვათ ნარკოტიკი იყო, მერე ? მერე რა ხდება ?
შემთხვევით გაუვარდა რას ნიშნავს ?
მოკლედ, სიკვდილის მანქანა მუშაობს. ხან ლექსო ლაშქარავა, ახლა ეს ბიჭი, რომელიც 30 წლის იყო.
იქით მხარეს, ნაბიჭვარი მორგოშია, მარიანა ჩოლოიანი და ასე შემდეგ, რომელთაც ან საერთოდ არ იჭერთ ან მალევე უშვებთ.
გამოიყვანეთ ახლა ხაინდრავა და უცნობი და ალაპარაკეთ, რომ ღირსი იყო ის ბიჭი სიკვდილის, ნარკოტიკი ექნებოდაო და რა მოხდა, თუ იარაღი თავისით გავარდაო. ყველგან ხდებაო.
აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ !”
კომენტარები