პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი:
„ერთი ნაწილი ოპოზიციის ფეხებს აბაკუნებდა და ეგონა, რომ თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით დეოლიგარქიზაციის კანონს მივიღებდით საქართველოში, ხელ-ფეხს შევუკრავდით ბიძინა ივანიშვილს. სინამდვილეში, ეს არის ბუმერანგი, რომელიც ოპოზიციის ზუსტად იმ ნაწილს უკან უბრუნდება. სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილს არაფერი შეეზღუდება. შეეზღუდება მხოლოდ ოპოზიციის დამფინანსებლებს: კეზერაშვილს, ხაზარაძეს, ნაყოფიას… კეზერაშვილი ოპოზიციას კი არ უნდა აფინანსებდეს, ციხეში უნდა იჯდეს და დღე და ღამე უნდა ინანიებდეს ჯარისა და საქართველოს წინაშე ნაქურდალ ფულს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განსახილველად ემზადება.
კომენტარები