• რეკლამა
  • კონტაქტი
23:10, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კენჭს ვიყრი რესპუბლიკური პარტიიდან” – ვინ იქნება რუსთავის მაჟორიტარი? 2020news-ის ექსკლუზივი

ალია ავტორი - ალია
17:54 06-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობისთვის სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი იბრძოლებს.

როგორც “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, იოსებ გოგაშვილს კონსულტაციები აქვს “ქართულ ოცნებასთან” რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრასთან დაკავშირებით. გოგაშვილის სავარაუდო კონკურენტი, რომელთანაც ხელჩართული ბრძოლა ელოდება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე იქნება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გუბერნატორი იყო ქვემო ქართლში.

სოსო გოგაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოსთან საუბარში არ ადასტურებს, თუმცა არც კატეგორიულად უარყოფს. 

“არაა ეგ ინფორმაცია სწორი. მე კენჭს ვიყრი რესპუბლიკური პარტიიდან ვირჯინიის შტატში სენატში ვაკანტურ ადგილას. ეს უფრო სიმართლესთან ახლოსაა”, – უპასუხა გოგაშვილმა სააგენტოს მიერ დასმულ კითხვას შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია მისი სავარაუდო კანდიდატობის შესახებ.

“2020NEWS” ცოტა ხნის წინ წერდა, რომ გოგაშვილი მაჟორიტარობისთვის კახეთში იბრძოლებდა თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური კონფიგურაცია ისე შეიცვალა, რომ კახეთის სამაჟორიტარო ოლქი უკვე შეივსო და იქ მოქმედი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სავარაუდოდ, პარლამენტის მოქმედი დეპუტატი დავით სონღულაშვილი შეეცდებიან გამარჯვების მოპოვებას.

აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის, დავით სონღულაშვილის შემთხვევაში მდგომარეობა შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს და კახეთში მეორე მაჟორიტარობისთვის თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ან მისი გარემოცვის წევრმა, ე.წ. “კახური კლანისთვის” მისაღებმა კანდიდატმა იბრძოლოს.

2020ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved