• რეკლამა
  • კონტაქტი
23:55, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კენჭისყრა დასრულდა – ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი

ალია ავტორი - ალია
23:01 10-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო
გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა
შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა. საარჩევნო
უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების
შესაბამისად მიმდინარეობდა.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა
დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული
არჩევნები არის პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას,
ორგანიზებას და თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილებას, განურჩევლად იმისა,
თუ რამდენ მუნიციპალიტეტსა და საარჩევნო უბანზე ტარდება.
„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კვალიფიციური ადმინისტრირება არის
სწორედ ის საფუძველი, რომელიც არჩევნების შეუფერხებლად და გამჭვირვალედ
ჩატარებას უზრუნველყოფს.
ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1 136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის
51.06 პროცენტს შეადგენს. თითოეული არჩევნები, მათ შორის ადგილობრივი დონის
შუალედური არჩევნები, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მიერ საკუთარი საარჩევნო
უფლების განხორციელების თვალსაზრისით და ამ პროცესში ამომრჩეველთა
მონაწილეობა არჩევნების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით იგზავნება ცესკოში, იტვირთება და
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებამ, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების
ელექტრონული ფორმით გადმოგზავნამ, კვლავ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი
ინფორმაციის ოპერატიულად მიღებასა და შედეგების საზოგადოებისთვის დროულად
ხელმისაწვდომობას. ეს მიდგომა, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის
გამჭვირვალობისა და საჯაროობას.
საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა
საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას. ყველა საინფორმაციო
ბრიფინგი უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანით. დილიდან მუშაობს ცესკოს
კონტაქტ-ჰაბი, რომლის თანამშრომლები ოპერატიულად რეაგირებდნენ ყველა ზარსა და
შეტყობინებაზე.
მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის, ასევე
არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ადგილობრივი სადამკვირვებლო

ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც
აკვირდებოდნენ პროცესის მიმდინარეობას და მედიას, რომელიც დღის განმავლობაში
აქტიურად აშუქებდა არჩევნებს. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა
საარჩევნო ადმინისტრატორებს, რომლებმაც დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი
სამუშაო გასწიეს და საკუთარი საქმიანობა პასუხისმგებლობითა და პროფესიული
სტანდარტებით წარმართეს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

წინასწარი შედეგები:

ახმეტის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების წარმომადგენელმა ლევან ითურიძემ 115 ხმა (100%) მიიღო.
დმანისში ქართული ოცნების კანდიდატმა ირაკლი სასრევანიძემ ხმების 98.49% მიიღო, რაც 113 ხმაა; ლელო – ძლიერი საქართველოს კანდიდატმა კი ხმების 1,5% (2 ხმა);
 წალკაში ქართული ოცნების კანდიდატმა ნანული ხინიკაძემ ხმების 96.7%-ით (113 ხმა) გაიმარჯვა, ლელოს კანდიდატმა ზაზა შანთაძემ კი ხმების 1.5% (2 ხმა) მიიღო.
 ვანში ქართული ოცნების წარმომადგენელმა ვაჟა ხელაძემ ხმების 87.1% (387 ხმა) მიიღო, ლელო – ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა ბექა კოპალაძემ კი ხმების 12.83% (57 ხმა).

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved