• რეკლამა
  • კონტაქტი
09:36, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კენიამ ივანიშვილს ბაობაბების ტრანსპორტირება აუკრძალა – “დაიწყო გამოძიება ლიცენზიებზე”

ალია ავტორი - ალია
20:34 11-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,238

კენიურმა სასამართლომ ხეების იმპორტი საქართველოში სანებართვო ლიცენზიების არარსებობის მიზეზით აკრძალა.

შეჩერებულია ყველა ამოთხრილი ასწლოვანი ბაობაბის ტრანსპორტირება ივანიშვილისთვის, კომპანიას კი, რომელსაც ხეები უნდა ჩამოეტანა, ლიცენზიაც ჩამოართვეს.

აფრიკის ბაობაბების ასოციაციის თავმჯდომარე ჯუს ლე ბრეტონი:

“ჩვენი მიზანია, სარგებელი მოვუტანოთ აფრიკაში სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, რადგან ბაობაბის ნაყოფი საკვებში გამოიყენება, თესლი კი ზეთის წარმოებისთვის. ამიტომ, მე ვთვლი, რომ კენიის მთავრობის გადაწყვეტილება ბაობაბის საქართველოში ექსპორტის აკრძალვის თაობაზე, სწორია. გარდა ამისა, მე არ მჯერა, რომ მთლიანი ბაობაბი შეიძლება ამოძირკვო და გადაიტანო კენიიდან საქართველოში ისე, რომ ხე არ გახმეს და გადარჩეს.

მე ვთვლი, რომ კენიის მთავრობის გადაწყვეტილება არის დიდი გამარჯვება კენიელი ხალხისთვის და ასევე კენიის ბიომრავალფეროვნებისთვის. ვფიქრობ, ეს აგზავნის ძალიან ძლიერ სიგნალს, რომ კენიის ბიომრავალფეროვნება არ შეიძლება უბრალოდ აიღო და გაყიდო ისე, რომ კენიელმა ხალხმა სარგებელი ვერ ნახოს. არ შეიძლება, რომელიმე უცხოელი ჩამოვიდეს, ფული გადაუხადოს რომელიმე ოფიციალურ პირს და როგორც სურს, ისე გამოიყენოს კენიის მემკვიდრეობა.

ეს ძლიერი სიგნალია, საერთაშორისო წესების შესახებ, რომლებიც კრძალავს ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ბიომრავალფეროვნების მოპარვას.

“გარდიანის” ჟურნალისტი ქეროლაინ ემ კიმეუ:

“მთავრობა ახლა აქტიურად აწარმოებს გამოძიებას, ვვარაუდობ, რომ იქნება კიდევ ბევრი შეკითხვა, თუ როგორ იქნა გაცემული ეს ლიცენზიები და გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ იყო ჩართული ამ პროცესში სათანადოდ და ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი ამ გარიგებიდან.

მე ვიცი, რომ დენის გათიშვებიც მოხდა იმის გამო, რომ ტოტებმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ასე რომ, ეს ხეები უკვე გზაში იყო, ახლა კი მთავრობამ ეს შეაჩერა და სანამ გამოძიება არ დასრულდება, ტრანსპორტირება არ განახლდება.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved