ამერიკის ელჩმა პარლამენტის შენობა უკომენტაროდ დატოვა. კელი დეგნანისა და შალვა პაპუაშვილის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე შეაჯამეს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობა და განიხილეს საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი, აგრეთვე, მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ასევე განიხილეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციით გათვალისწინებული რეფორმები.
აშშ-ის ელჩის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარესთან ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც მივიდა.
კომენტარები