• რეკლამა
  • კონტაქტი
22:28, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კელი დეგნანი ივანიშვილის მეგობარი რომ იყოს, ევროპარლამენტის რეზოლუციას გაემიჯნებოდა – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
19:06 07-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

 ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა :

ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე მე ერთ რამეს გეტყვით. რა თქმა უნდა, ეს პირადი შეხვედრა ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები მეგობრებს შორის იმართება. ჩვენ კიდევ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ეს შეიძლებოდა მეგობრული შეხვედრა ყოფილიყო. ნუ აქ ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმის, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯარო საუბარი, კითხვები დასმულიყო და პასუხები გასცემოდა ამ კითხვებს. აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, მინიმუმ, ასეთ შემთხვევაში ელჩი იმ უსამართლო შეტევას გაემიჯნებოდა, რომელიც მეგობარ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხორციელდებოდა. თუ ის ივანიშვილს მეგობრად მიიჩნევს, მაშინ სათანადო რეაქცია ექნებოდა, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. ასევე, რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსზე, NGO-ებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ორკესტრირებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე, რაშიც ჩართულია რადიკალური ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, ჩართეს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი. და აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, დეგნანი, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად გაემიჯნებოდა ამ პროცესს. თუმცა, სამწუხაროდ ეს არ გააკეთა და ეს კითხვის ნიშნებს დამატებით წარმოშობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერში სიცხადე იყოს. მაგალითად, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, ან მთავრობა უნდა გადადგეს, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ელჩს ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ჰქონდეს. ასეთ დროს, ბუნებრივია, საზოგადოებაში კითხვები მოიხსნებოდა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი კობახიძეკელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved